მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

არქეოლოგიური გათხრები

ბორჯომის ხეობის არქეოლოგიური აღმოჩენები

ბორჯომის ხეობაში მიწისქვეშა მატერიალური და კულტურული ძეგლების დაზვერვა, მოძიება და შესწავლა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1911 წელს, არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ექვთიმე თაყაიშვილმა და ბორჯომის მამულის მმართველმა პავლე ვინოგრადოვ-ნიკიტინმა სოფელ რველში, სადაც პატარა მდინარე ბანისხევი მდინარე მტკვარს ერთვის, არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს. სამარხებში აღმოჩენილი ნივთები ძველი წელთაღრიცხვის XVI საუკუნით თარიღდება.
ბორჯომის რაიონში მრავალი არქეოლოგიური გათხრა განხორციელდა, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა:

  • უზნარიანისციხე -   აღმოჩენილი იქნა ქვის საცხოვრებელი სახლის ნაშთები, თიხის ღუმელები, თიხის ემალირებული ჭურჭელი - ჩიტის და სხვა ფრინველთა გამოსახულებათა ფორმის მინის სამაჯურები და სხვა, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. აგრეთვე, აღმოჩენილი იქნა ობსიდიანის მკვრივი ნატეხები, რითაც დასტურდება ნეოლითური სახელოსნოს არსებობა.  
  • მდინარე შავი წყლის მარცხენა სანაპირო (ბორჯომის რკინიგზის სადგურთან ახლოს) - აღმოჩენილი იქნა უძველესი პერიოდის ქვისა და ბრინჯაოს ნივთები.   
  • ეკატერინეს წყარო - 1912-1913 წლებში ნაპოვნია 7 პირველყოფილი აბაზანის ნაშთი, რომლებიც შედგება მცირე აუზებისაგან და აშენებულია უხეშად თლილი ქვებისაგან. აბაზანები სავარაუდოდ აგებულია ათასი წლის წინ ან ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში.
     
  • სოფელი სადგერი- აღმოჩენილია XIV საუკუნის ნასახლარი და სასაფლაო, სადაც ნაპოვნია მთლიანი ქვისგან (ანდეზიტი) გათლილი სარკოფაგი.
  • ქ. ბორჯომი - 1938 წელს ნაპოვნია ბრინჯაოს  შუბის წვერი, რომელსაც აქვს მსხვილი და გრძელი მილი, ყობანის ტიპის ცული, პატარა ზომის ბრინჯაოს დაღარული რგოლი და მინიატურული ქინძისთავი.
  • სოფელი ლიკანი - აღმოჩენილია პატარა ზომის სპილენძის ხანჯალი, რომელსაც შერჩენილი აქვს ყუნწი ტარის დასაგებად.
  • სოფელი ქვაბისხევი -  1914 წელს ნაპოვნია შავი ფერის თიხის ჭურჭელი, რომელსაც ზემოდან დაფარებული ჰქონდა ბრტყელი ქვა. იმავე მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს სამკაულები, სამაჯურები და ქინძისთავები. ერთ-ერთ ქინძისთავზე გამოყვანილია დათვის ფიგურა. აგრეთვე, სამი ცალი რკინის შუბის წვერი და ბრინჯაოს ორფრთიანი სკვითური ისრის წვერი, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ.
  • სოფელი თელოვანი - ნაპოვნია რკინის ხანჯალი, სპილენძისგან დამზადებული სამეურნეო იარაღები (თოხი, ცული, ნიჩაბი) და მონეტები (მეფეების გიორგი მესამისა და გიორგი მეოთხის გამოსახულებებით). ასევე, ბრინჯაოს ნივთები (ხელეჩო, უმბო).
     
  •  სოფელი მიტარბი - აღმოჩენილია ყობანის ტიპის ცული, რომელიც იდენტურია თელოვანის ცულის ყალიბთან, რაც მიანიშნებს, რომ სამეურნეო იარაღის დამზადება ადგილზე ხდებოდა.

შენიშვნა: სპილენძისა და ბრინჯაოს ადგილობრივ დამუშავებაზე მიანიშნებს აგრეთვე ტაბაწყურის ტბის მახლობლად დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ბრინჯაოს წიდა 112 კილოგრამის ოდენობით.  

  • სოფელი ფაფა- 1941 წელს ნაპოვნია ქვის საწნახელი, რომლის მახლობლად ჩამარხული იყო 14 ცალი ღვინის ჩასასხმელი ჭური და საქაჩველი.  
  • სოფელი გომნა - 1941 წელს აღმოჩენილია ქვენიადაგის (გრუნტის) სამი საფლავი. ნაპოვნი ნივთები სავარაუდოდ მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეს და მიუთითებენ მესაქონლეობის, მიწათმოქმედებისა და ადგილობრივი მეტალურგიის დარგის განვითარებაზე. ხოლო ნაპოვნი საკიდი-დისკო გვამცნობს, რომ რელიგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის კულტს.
  • სოფელი ლარები- საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისით, სადაც აღმოჩენილი იყო შემდეგი ნივთები: სპილენძის ჭურჭელი, ცილინდრული ფორმის სპილენძის ვერცხლის ფიალა,  წითელი თიხის ჭურჭელი, შავი ფერის ყურიანი ქოთანი და  ჭურჭელი, მძივი, ვერცხლის ქართული მონეტა, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია მეფე, ხოლო მეორეზე წარწერა ,,მე მეფეთა მეფე არშაკი”.
  • სოფელი საკვირიკე -  აღმოჩენილია სასხლავი რკინის დანა და რკინის ნაჭერი, რაც მევენახეობის განვითარებაზე მეტყველებს.
  • სლესის ციხე  -  მის მიდამოებში ფიქალის ქვებიდან აშენებული ქვის ყუთებია აღმოჩენილი, რომლებშიც  ნაპოვნია:  ბრინჯაოს ბეჭედი, ვერცხლის ორი საყურე, რკინის ფრაგმენტები, რკინის რგოლი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალებიდან ირკვევა, რომ ბორჯომის ხეობაში მაღალ საფეხურზე იყო ასული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და კულტმსახურება. ასევე, სალითონო ხელოსნობა და სათუნუქო წარმოება. აღმოჩენილი ნივთები მეტყველებენ ბრინჯაოს, სპილენძის და რკინის საწარმოო ხელოსნობის განვითარებაზე.

“თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის” 1768 კილომეტრიანი სიგრძის  მილსადენის მშენებლობის დამფინანსებელმა კომპანია „B.P.“ -მ და მისმა პარტნიორებმა თავიდანვე აიღეს არქეოლოგიური უბნებისა და ძეგლების დაცვის ვალდებულება მილსადენის მშენებლობის პროცესში და ექსპლუატაციის განმავლობაში.
„B.T.C.“ მონიტორინგის პროგრამით გამოვლინდა 250 და შესწავლილი იქნა 70 მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილი უბნები და საგნები თარიღდება პალეოლითის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგები, კოდიანზე წინა სამშენებლო კვლევის დროს და ნიადაგის ზედა ფენის მოხსნის შემდეგ გაითხარა სამარხი. თიხის ჭურჭელზე და სამარხის მშენებლობის ტექნიკაზე დაყრდნობით, სამარხს უკავშირებენ ყორღანების კულტურის გავრცელების ადრეულ პერიოდს ძველი წელთაღრიცხვით 2500–2000 წ. ყველაზე საინტერესო სამარხში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების ინდიკატორების აღმოჩენა იყო. სამარხის ინტერიერის დეტალები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ მოცემულ კულტურულ ჯგუფში გავრცელებული იყო მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ადრეული ყორღანები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება.   

ბორჯომის ექსპედიციის წევრებმა მილსადენის 165-ე კმ-ზე,  ძეგლს სწორედ იმ პერიოდში მიაკვლიეს, როდესაც ტრაქტორები მიწის დიდ ფენებს იღებდნენ.  ეს ნამოსახლარი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებით თარიღდება, აქემენიდურ, ანუ წინარე ანტიკურ ხანას განეკუთვნება. აღმოჩნდა 12 სათავსი, ანუ შენობის ნაშთი, როგორც საცხოვრებელი ოთახები, ასევე სარიტუალო საკულტო დანიშნულების ნაგებობა. მიკვლეულია დამწვარი საკურთხეველი შეწირული ნივთებით, თიხის ხარის თავის ქანდაკებით, ჯვრიანი და სვასტიკიანი ქვებით და სხვა. გაითხარა ღუმელები, პურის საცხობი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის პირველი ნახევრიდან იწყებს საქართველოში ფუნქციონირებას, აღმოჩნდა უამრავი საყოფაცხოვრებო სამეურნეო დანიშნულების ნივთი - ხელსაფქვავები, ლითონის მადნის დასამუშავებელი იარაღები, სალესი ქვები, ხის ჭურჭელი, ვაზის ლერწმისაგან მოწნული გობი, ქვევრები და ა. შ.

მიკვლეული სკვითური ისრის პირების და სხვა მსგავსი იარაღების ისტორიული მნიშვნელობა განპირობებულია თარიღის უნიკალურობით. ის ეკუთვნის გვიან ბრინჯაოს  ხანიდან რკინის ხანაში გარდამავალ პერიოდს, რისი დადგენაც ძალიან ძნელია. მოცემული ძეგლი ნათელს ფენს ზემოთ აღნიშნულ კულტურულ ცვლილებას. აღმოჩენილი მასალები მეცნიერებს საშუალებას აძლევს აღადგინონ 2700 წლის წინანდელი სურათი. 

  • სოფელი მოლითი -  მილსადენის 169–170 კილომეტრზე ნაპოვნია ორი გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხი და შუა საუკუნეების ნასოფლარი. ასევე, გაითხარა III ათასწლეულის შუახანების ხუთი ყორღანი. ნასახლარი “ქციის მინდვრის ნამოსახლარის”  სახელწოდებით უკვე შევიდა სამეცნიერო ლიტერატურაში.               
  • სოფელი საკირე -  სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე.წ. ,,სანაცრეებში”  აღმოჩნდა  მრავალშრიანი ძეგლი, რომლის ისტორიაც იწყება ძველი წელთაღრიცხვის VI–V ს.ს. და სავარაუდოდ გრძელდება ჩვენი წელთაღრიცხვის V–VI საუკუნეებამდე.

    აღმოჩენილი საგნებისა და არქეოლოგიური დეტალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ძეგლის ტიპი და დანიშნულება პერიოდულად იცვლებოდა. ადრეულ პერიოდში აქ იყო დასახლება, რასაც საცხოვრებელი სახლების, სამარხების და მარნების არსებობა ადასტურებს. ხანგრძლივი დასახლების კვალი, სხვა არქეოლოგიური უბნები და მიწისზედა დასახლების ნაკვალევი ამ ადგილს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 

  • სოფელი ტაძრისი- სოფლის სამხრეთ დასავლეთით  ისტორიულ თორში მდებარეობს თისელის სერი, სადაც  მილსადენის მშენებლობის დროს გამოვლინდა ბორჯომის რაიონის არქეოლოგიური კომპლექსები. არქეოლოგიური ძეგლი მთლიანად ვრცელდებოდა ორივე მილსადენის ზოლში.

ამ ძეგლის შესწავლისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნამოსახლარი, რამდენიმე სამარხი და ასობით ექსპონატი, რომელთა შორისაა თიხის ჭურჭელი, ქვის იარაღები, მცირე ზომის ფიგურების ფრაგმენტები, ბრინჯაოს ცული და სხვა. 
არსებულ მასალებზე დაყრდნობით მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბორჯომის ხეობაში ადამიანთა არსებობა იწყება ძველი ქვის ხანიდან.

 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია