მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" – მე– XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შეტანილი.
ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოგვყურებს.
მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესიის დასავლეთის სარკმელზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავისა". მეცნიერთა აზრით, ეს მონასტერი საქართველოს "ოქროს ხანის" ლეგენდარული გმირის, შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია. აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღევლინება.
ქვაბისხევის წმ. მარიამის ეკლესია
ბორჯომის ხეობაში ერთ–ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობაა წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესია. იგი მე–VIII– IX საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ხოლო მხატვრობა მე– XII-XIII საუკუნით თარიღდება. ფრესკიდან მდიდრული ტანსაცმლით მოსილი მამაკაცისა და ქალის გამოსახულებები იპყრობს ყურადღებას, რომლის ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს: "შოთაი და იაი". მამაკაცი დიდი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველია, ხოლო ქალი–დედამისი. ეკლესია ისტორიულ მესხეთში მდებარეობს, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით რუსთაველის მშობლიური კუთხეა. ლეგენდის მიხედვით ქვაბისხევის ხეობაში პოეტის დეიდა ყოფილა გათხოვილი და შოთასაც განათლება აქ მიუღია.

დაბის ეკლესია
 
წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში მდებარეობს და გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: "ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა“.
 

ე.ი. დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, ანუ ხაზინის უფროსს აუშენებია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი– ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული. ეკლესიას კარები არ აქვს. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა.

მწვანე მონასტერი
 
 
ქ.ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მწვანე მონასტერი. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. IX საუკუნის ეს ძეგლი, მეცნიერთა აზრით, ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.

 

წმინდა გიორგის ეკლესია

სოფელ სადგერის მახლობლად შემონახულია XV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია.




 

 

 

 

 

გოგიას ციხე
 

ქ.ბორჯომს ჩრდილო–დასავლეთიდან შუა საუკუნეების ძეგლი, ე.წ. გოგიას ციხე დაჰყურებს. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე– XIV საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. ციხე ბორჯომის მფობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.

 

 

 

პეტრეს ციხე

ქ.ბორჯომს სამხრეთ–აღმოსავლეთიდან შუა საუკუნეების ძეგლი, ე.წ. პეტრეს ციხე დაჰყურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ლიკანი

 ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი – ლიკანი, სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერით შემოზღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასასვლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი – თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.

ნეძვი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში მდებარეობს IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ნეძვი, რომელიც აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთით, აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთის გასასვლელით იყო დაკავშირებული.


წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სოფელ ყვიბისის ტერიტორიაზე შემონახულია IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია