მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

თეატრი, მუზეუმი, კინო

თეატრი

ქ.ბორჯომში თეატრალური კოლექტივი შეიქმნა 1908 წელს და ამავე წელს გაიმართა პირველი პრემიერაც. 1959 წელს, რესპუბლიკური დათვალიერებისას, ქ.ბორჯომის თეატრალურ კოლექტივს სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა.
2009 წელს  თეატრალურმა დასმა ორი  პრემიერა გამართა, ხოლო ამჟამად რეჟისორი ზანგურ ანდღულაძე მესამე სპექტაკლზე მუშაობს.


კულტურის და ხელოვნების ცენტრი, აქვე განთავსებულია ქ. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი და ქ. ბორჯომოს „სახალხო თეატრი“.
მისამართი: ქ. ბორჯომი, კოსტავას ქუჩა #3.

 

მუზეუმი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. #5.

 

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი  1926 წელს გაიხსნა. შენობაში, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო განთავსებული. იგი აშენებულია 1890 წელს  გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის  მიერ  და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.  
დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა. ექსპოზიციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XVIII-XIX ს.ს. თიხის, მინის, ბრინჯაოსა და ფაიფურის, აგრეთვე ხეზე კვეთის ექსპონატებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის დროზე ეკუთვნოდა რუსეთის სამეფო საგვარეულოს – რომანოვების დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დასასვენებელი სასახლეები ჰქონდათ ბორჯომში.


mus1 

mus2

 

კინოთეატრი

PIC_1561
კინოთეატრი „ბორჯომი“
მისამართი: ქ.ბორჯომი, 9 აპრილის ქ. #50.

DSC06069
კინოთეატრი „დიდველი“
მისამართი: დაბა ბაკურიანი, დ.აღმაშენებლის ქ. #5.


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია