მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

არასამთავრობო სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე–ჯავახეთის მედია–ცენტრი“

დირექტორი მარინა კუპატაძე

მისამართი: ქ.ბორჯომი, რუსთაველის მოედანი #1 

 

      ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“- წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს. ასოციაცია დაარსდა 2002 წლის გახაფხულზე. მისი დამფუძნებლები იმ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დირექტორები იყვნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მაუწყებლობდნენ.

         ორგანიზაციის დამფუძვნებელთა მიზანი იყო, აქტიურად მიიეღოთ მონაწილეობა რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შეექმნათ შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ერთიანი საინფორმაციო სივრცე, გაეწიათ დახმარება რეგიონის დამოუკიდებელი ტელეკომპანიების განვითარებისათვის,გაეცვალათ სატელევიზიო პროგრამები.

         ამ მიზნიდან გამომდინარე  ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფი გახდა რეგიონის დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, თუმცა მოგვიანებით  სამიზნე ჯგუფი გახდა რეგიონის მესამე სექტორის წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფები.

მისია:

         ორგანიზაცია მოწოდებულია ხელი შეუწყოს რეგიონში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას დამოუკიდებელი მედიისა და III სექტორის გაძლიერების გზით.ამას ორგანიზაცია ახორციელებს ამ სამიზნე ჯგუფების პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერით, ასევე საქმისადმი სრული თავდადებით.
         ორგანიზაციის მიზანია რომ რეგიონში საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ უფრო ძლიერნი, აქტიურად ერეოდნენ მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში და საზოგადოება დამოუკიდებელი მედიის საშუალებით ფლობდეს სრულ და ობიექტურ ინფორმაციას.

 

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“- „სამართლიანი არჩევნები.

არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს.

საკონტაქტო პირი მანანა ჯავახიძე.

    დღიდან დაარსებისა ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის არჩევნებს როგორც რესპუბლიკაში ასევე საზღვარგარეთ. ორგანიზაცია არის ევროპის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრი (ENEMO), და მონაწილეობას იღებს ENEMO-ს ეგიდით სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების მონიტორინგის პროცესში

მისია:

      მონიტორინგი გაუწიოს ყველა ტიპის არჩევნბს რესპუბლიკაში და ასევე საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში რომლებიც არიან ევროპის სართაშორისო სადამკვირვებლო მისიის წვრი. გარდა ამისა ორგანიზაციის მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების სამოქალაქო სექტორის გააქტიურებასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. ასევე ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი რესპუბლიკის მასშტაბით, მათ შორის ბორჯომის რაიონში. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში როგორც ხელისუფლების ასევე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებთან.

 

 

 

სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენერალური განათლების ასოციაცია „ოაზისი“

ასოციაციის თავჯდომარე       ნანა ქუმსიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია ქ. ბორჯომი წმ. ნინოს ქ.#2

 

ასოციაცია „ოაზისი“ დაფუძნდა 2005 წლის 12 სექტემბერს

ასოციაციის ისტორია

2006 წლის მარტი-აგვისტო --- განახორციელეს პროექტი „ტყე ჩვენი მომავალია“

2007 წლის აგვისტო-ნოემბერი --- განახორციელეს პროექტი „შევინარჩუნოთ კავკასიური სოჭი - ნეძვის სიმდიდრე“

ორივე პროექტი დაფინანსებული იყო „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს მიერ

მისია:

      ხელი შეუწყოს ბორჯომის რაიონსა და სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენდერული ცნობიერებისა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებას, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას, თემის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ტურიზმის ხელშეწყობას.

   „ოაზისი“ თავის მისიას ახორციელებს თემთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობითა და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან აქტიური საგანმანათლებლო და პრაქტიკული საქმიანობის გაწევით, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული აქციების მოწყობით

 

 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია