მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ივლისი-აგვისტო

დანართი

31.08.2018წ. სხდომაზე განსახილველი საკითხები

  1. გია გელაშვილი (პ/ნ 11001009929) ითხოვს 434 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ქ. ბორჯომში, რაზმაძის ქუჩის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.09.2017 წლის მომართვა:                 N 361494);
  2. ზურაბ მარგველაშვილი (პ/ნ 38001029469) ითხოვს 895 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას მასზე განთავსებული 30,15 კვ.მ და 2,04 კვ.მ. შენობებით ქ. ბორჯომში, გრიგოლ მერჩულეს ქ.#16-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.09.2017 წლის მომართვა: N 379794)
  3. ლიანა ისაკაძე (პ/ნ 11001012668) ითხოვს 649 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას მასზე განთავსებული 39 კვ.მ. შენობით ქ. ბორჯომში, რობაქიძის ქ.#42-ის მიმდებარედ. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2017 წლის მომართვა: N 382599);
  4.   სერგო ლაზარაშვილი (პ/ნ  11001006588) ითხოვს 19 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას  მასზე განთავსებული 14 კვ.მ. შენობით ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქ.#63-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.09.2017 წლის მომართვა: N 398365);
  5.   ნაირა ლომსაძე (პ/ნ 11001005500) ითხოვს 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ქ. ბორჯომში, სააკაძის ქ.#66-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.09.2017 წლის მომართვა:            N 393191);
  6. ელენა კიკნაძე (პ/ნ 11001014802) ითხოვს 197 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში, წმინდა ნინოს ქ.#29-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2017 წლის მომართვა: N 389183);
  7. ელენა მაღრაძე (პ/ნ 11001015222) ითხოვს 32 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში ვაჟა-ფშაველას ქ.#14-ისა და მესხეთის ქ.#4-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2017 წლის მომართვა: N 383033);
  8. რუსუდან გელაშვილი (პ/ნ 01007017664) ითხოვს 37 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების  აღიარებას ქ. ბორჯომში, გოგიას ციხის ქ.#13-ში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.10.2017 წლის მომართვა: N 444006);
  9. სერგო ტუკაევი (პ/ნ 11001020412) ითხოვს 45 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და 16 კვ.მ. და 16 კვ.მ. შენობებით ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქ.#89-ის მიმდებარედ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.10.2017 წლის მომართვა: N 447668);
  10. ნატალია იოანნუ (E 410303) - ითხოვს 13 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 13 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, რუსთაველის I შესახვევი #13-ის მიმდებარედ;  (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.02.2017 წლის მომართვა: N 45671);
  11. მაკა ბლიაძე (პ/ნ 11001019968) ითხოვს 118 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ  114.20 კვ.მ შენობის აღიარებას ქ. ბორჯომი, ერეკლეს ქუჩა N 5-ის მიმდებარედ. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.02.2018 წლის მომართვა: N 96933);
  12. ციური გელაშვილი (პ/ნ 11001024644) ითხოვს 39 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ  30 კვ.მ შენობის აღიარებას ქ. ბორჯომი, თორის I შესახვევის მიმდებარედ. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.08.2017 წლის მომართვა: N 354134);
  13. ალექსი ჯავახიძე (პ/ნ 11001014067) ითხოვს 31 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 31 კვ.მ შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში ანჯაფარიძის ქ. N 9; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.10.2017 წლის მომართვა: N 437070);
  14. ნანული თედიაშვილი (პ/ნ 11001001967) ითხოვს 266 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომი, ნინოშვილის ქუჩა N2-ის მიმდებარედ
  15. მარინე კვინიკაძე (პ/ნ 11001021847) ითხოვს 13 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 5 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ.#35-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.11.2017 წლის მომართვა: N 458408);
  16. მარგარიტა ფცქიალაძის (პ/ნ 11001014907) წარმომადგენელი ნანა ფცქიალაძე (პ/ნ 11001021265) ითხოვს 19 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 19 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ჩიხი #4-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.11.2017 წლის მომართვა: N 467563);
  17. ეთერი მეხრიშვილი (პ/ნ 11001020048) ითხოვს 248 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში, გურამიშვილის ქ.#38 (36) - ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.11.2017 წლის მომართვა:                      N 479547);
  18. მერაბი გავვა (პ/ნ 11001017930) ითხოვს 93 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომი, ვაჟა ფშაველაშ ქ.#28-ს მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2017 წლის მომართვა: N 468603);
  19. არხიპო ხვედელიანი (პ/ნ 11001012503) ითხოვს 81 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას  მასზე განთავსებული 42 კვ.მ. შენობით ქ. ბორჯომში, შანიძის ქ.#9-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.09.2017 წლის მომართვა: N 393542);
  20. მალხაზ თომაშვილი (პ/ნ 11001012033) ითხოვს 253 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ქ. ბორჯომში, თამარ მეფის ქ.#26ა-ს მიმდებარედ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2017 წლის მომართვა: N 415523);
  21. თეიმურაზ დათუნიშვილი (პ/ნ 11001014129) ითხოვს 943 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომი. რაზმაძის ქუჩა. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2018 წლის მომართვა: N 59084);
  22. ჟუჟუნა ჩიკვილაძე (პ/ნ 11001021819) ითხოვს 125 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 35 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომი, შანიძის ქ.#11-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.10.2017 წლის მომართვა: N 437653);
  23. ლალი გაჩეჩილაძე (პ/ნ 01033001963) ითხოვს 17 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში, დუმბაძის ქ.#24-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.11.2017 წლის მომართვა: N 475925);
  24. მიხეილ ოდარიაევი (პ/ნ 65008000989) ითხოვს 26 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 26 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, რობაქიძის ქუჩა; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.11.2017 წლის მომართვა: N 495925);
  25. ლიანა ზერეკიძე (პ/ნ 11001010228) ითხოვს 361 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ.#31-ის მიმდებარედ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2017 წლის მომართვა: N 438667;
  26. დეგული მახათაძე (პ/ნ 11001011718) ითხოვს 36 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას  მასზე განთავსებული 36 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ.#43 (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2017 წლის მომართვა: N 438878);
  27. ეთერი ლურსმანაშვილი (პ/ნ 11001024041) ითხოვს 64 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 47,78 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ.#53-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.09.2017 წლის მომართვა: N 366966);
  28. ქეთევან ლომიძის (პ/ნ 11001008952) წარმომადგენელი თამარ ლომსაძე (პ/ნ 11001006568) ითხოვს  47 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ.#29-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.11.2017 წლის მომართვა: N 473562);
  29. ნელი მაღრაძე (პ/ნ 11001015392) ითხოვს 121 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღიარებას ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ.#41-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2017 წლის მომართვა: N 469239);
  30. კახა ჩიბირაშვილი (პ/ნ 11001027817) 12 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 12 კვ.მ. შენობის აღიარებას ქ. ბორჯომში, თორის ქ.#47-ის მიმდებარედ; (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2017 წლის მომართვა: N 391069);
  31. ინგა ნანაძე (პ/ნ 11001010163) ითხოვს 733 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას  მასზე განთავსებული 190 კვ.მ. შენობით ქ. ბორჯომში, თორის ქუჩა, ფინური ბინა #22 (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.10.2017 წლის მომართვა: N 423614);

 

 ქალაქ ბორჯომში მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯებირების დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა. 
მტკვრის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ჯებირები კი ხე-მცენარეებისაგან სრულად გაიწმინდა.  უნდა აღინიშნოს, რომ მტკვრის საყრდენი კედლების გაწმენდის სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა. 
 „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსის დავით ზაალიშვილის თქმით, ამ სასიკეთო საქმეში უდიდესი დახმარება ბორჯომის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მიუძღვით, რომლებმაც თოკის საშუალებით მოახერხეს მდინარის ნაპირებზე ჩასვლა და ამოსული ხეების მოჭრა. 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ბორჯომის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს.

 

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. 
 პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეების გამოტანა ხდება. მაისის თვეში კი, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდა განხორციელდა.
 ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენს. აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს (აგვისტოს მოვლენების დროს) დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.


25 აგვისტოს ბორჯომში ტრადიციული სახალხო დღესასწაულიბორჯომობა 2018“ აღინიშნება. სამზადისი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. წლევანდელიბორჯომობა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან წელს ბორჯომს ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 100 წელი შეუსრულდა
სადღესასწაულო პროგრამაც სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება

პროგრამა:

12:00- 14:00სთ; 📍 მ. კოსტავას სახელობის ბაღი
 სპორტული შეჯიბრებები 
12:00-22:00სთ; 📍 ცენტრალური-ისტორიული პარკი
 ეთნოგრაფიული კუთხეები
 ხელნაკეთი ნივთების, პროდუქციისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა 
 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხ. მხატვრების გამოფენა
 ბორჯომის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 
 სახალისო კარიკატურები 
 ფეის არტი (თემა:-ქალაქის 100 წლის იუბილე) 
 GIF აპარატი 
 პერფომანსები: ,,ტყის გაცოცხლება,“ ,,რომანოვები“, ,,ქოლგების ფესტივალი“ 
 ექსპერიმონტორიუმის შოუ 
 ფოლკლორული კონცერტი
 კლასიკური მუსიკის კონცერტი (ცნობილი კლასიკური და კინომელოდიები) 
 გალა-კონცერტი (ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით)
 საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება
 ფეიერვერკი
 

დღეს, 22 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე განხილული იქნა 4 საკითხი:
1. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ცვლილებების შეტანას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მაია პაიჭაძემ დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.
3. განისაზღვრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი.
4. ააიპ ,, ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორმა დავით ზაალიშვილმა, დეპუტატებს წარუდგინა ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი

22 აგვისტო 2018 წელი

სხდომა შედგება დღის 12:00 საათზე

 

 

  1. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხს. ლ. ლიპარტია, თ. მელიქიძე/

  1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიში.

/მომხს. ლ. ლიპარტია, მ. პაიჭაძე/

  1. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“

/გ. გოგიჩაიშვილი, ტ. მარტინენკო/

  1. ააიპ „ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობის“ დირექტორის ინფორმაცია სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის და გეგმების შესახებ.

                                                                                                                                          /მომხს. დ. ზაალიშვილი/


ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტებისათვის, რომლებიც საჭიროებენ პალიატიურ მზრუნველობას ჯანგბადის კონცენტრატორები (ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატები) შეიძინა.
 
კონცენტრატორი დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ხუციშვილმა ჟანგბადის აპარატზე დამოკიდებულ მოქალაქეს ბესარიონ გოგოლაძეს პირადად გადასცეს.
 
მან ხელმძღვანელ პირებს დიდი მადლობა გადაუხადა კონცენტრატორის გადაცემისათვის, რომელიც მას დიდ დახმარებას გაუწევს და ასევე იქნება დიდი შეღავათი ოჯახისათვის, რომელსაც აპარატის დაქირავება არც თუ ისე მცირე თანხა უჯდებოდა.
 
ლევან ლიპარტიას თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტები საჭიროებდნენ სახლში მკურნალობას. ეს აპარატები ამათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა ყველა იმ მოქალაქის მომართვა, რომლებისთვისაც მისი დაქირავება და მითუმეტეს მისი ყიდვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
 
ჟანგბადის კონცენტრატორით სარგებლობა მოქალაქეს მკურნალობის კურსიდან გამომდინარე საჭირო ხანგრძლივობით შეეძლება.

 

ბორჯომში მსახიობისა და იუმორისტის პაატა გულიაშვილის საღამო გაიმართა. 
მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო.
მსახიობმა საკუთარი  ლექსები წაიკითხა და როგორც აღნიშნა, უახლოეს მომავალში ერთად აკინძულს  უკვე წიგნის სახითაც შესთავაზებს პოეზიის მოყვარულებს. 
პაატა გულიაშვილმა  სიმღერებიც იმღერა და  ბოლოს ჩვეული იუმორით გაამხიარულა მაყურებელი. 
საღამოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონცერტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას ცენტრალური (ისტორიული) პარკის კინოთეატრმა უმასპინძლა.
 

 

 25 აგვისტო-გაატარე ეს დღე ჩვენთან ერთად 
 შენ გელის „ბორჯომობა 2018“-ის სანახაობებით დატვირთული პროგრამა
✅ სპორტული შეჯიბრებები;
✅ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი; 
✅ ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები;
✅ ეთნოგრაფიული კუთხეები;
✅ ფოტო-გადაღებები; 
✅ ბარაბან შოუ;
✅ მსახიობების პერფომანსი; 
✅ კლასიკური მუსიკის კონცერტი;
✅ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
✅ გალა კონცერტი;
 

მოსახლეობის მთავარ გამოწვევებზე გადაცემის ფორმატში ამჯერად სოფელ ქვაბისხევში იმსჯელეს. 
ადგილობრივების კითხვებს მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და სოფლის წარმომადგენელმა ლაშა კევლიშვილმა უპასუხეს.
გაზიფიცირება, ქვაბისხევისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, გარე-განათება და სკვერის მოწყობა ის საკითხები იყო, რომლებზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.
მერის მოადგილის თქმით, გაზიფიცირებასა და მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებისათვის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან მუშაობა მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის, მაქსიმალურადაა ჩართული პრობლემის დადებითად გადაწყვეტისთვის. 
რაც შეეხება გარე-განათებას, წელსვე სოფელს დაემატება 32 სანათი, ასევე დაიწყება პროექტირება ქვაბისხევში სკვერისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად. 
წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სოფელ ქვაბისხევში 1 კილომეტრის გზის მოწყობის სამუშაოები განახორციელა, პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში მილხიდის მშენებლობაც იგეგმება. 
პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება. 
 პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

ანონსი

 

🗓 19 აგვისტო; 🕘 20:00სთ; 📍 ცენტრალური პარკის კინოდარბაზი

🎭🎭 ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გეპატიჟებათ მსახიობ პაატა გულიაშვილის მონო სპექტაკლზე.
🎭🎭 დასწრება უფასოა


ანსამბლი „ოქტავა“ იმ მომღერალთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის მიერ შესრულებული თითოეული სიმღერის შემდეგ „ბორჯომელობა“ ადამიანს კიდევ უფრო ეამაყება. 
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ანსამბლი დაარსებიდან დღემდე, წლიდან წლამდე და კონცერტიდან კონცერტამდე საკუთარი მდიდარი შემოქმედებით, აოცებს მსმენელს.
მაღალი და დახვეწილი საშემსრულებლო დონის წყალობით, ანსამბლმა მალე დაიმკვიდრა თავისი სახელი პროფესიონალთა და მოყვარულთა წრეებში. 
ასეთი დიდი შემოქმედება სიყვარულის გარეშე ნამდვილად არ არსებობს. სწორედ ესაა ის გრძნობა, რომელიც ჯგუფის თითოეულ წევრს საკუთარ საქმესთან აკავშირებს და რაც შემდგომ მის შესრულების მანერაში და მის მიერ ნამღერ სიმღერებში პოვებს ასახვას. 
კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო ანსამბლ ოქტავას წევრებმა გუშინ ცენტრალური (ისტორიული) პარკის კინოთეატრის დარბაზში აჩუქეს მსმენელს. აუდიტორია კვლავ აღაფრთოვანა მომღერლების მრავალხმიანობამ და პროფესიონალიზმა. 
ღონისძიებაზე მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა დუეტმა ,,ECHOTONIX, როიმელმაც საღამოს მეტი ეშხი და ორიგინალურობა შესძინა.
 

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ბანაკში და უკრაინის ქალაქ პოლტავაში მყოფ მოსწავლეებს შეხვდნენ.
ახალგაზრდებმა გერმანიაში და უკრაინაში მიღებული დადებითი შთაბეჭდილებები გაუზიარეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და აღნიშნეს, რომ გატარებული დღეები მათთვის ემოციებით დატვირთული და ნაყოფიერი იყო. 
მათივე თქმით, უახლოეს მომავალში მოამზადებენ და მუნიციპალიტეტს წარუდგენენ პრეზენტაციას, სადაც თვალსაჩინოებებთან ერთად უფრო დაწვრილებით აღწერენ მათ მიერ ბანაკში გატარებულ დროს. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 9 მოსწავლე ბორჯომთან დამეგობრებულ ქალაქ პოლტავაში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაემგზავრა, სადაც 12 დღე გაატარა, გერმანიის ბანაკში 15 მოსწავლე კი ივლისის თვეში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროექტს მეორე წელია ახორციელებს და მისი მიზანი წარმატებული მოსწავლეების წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა. მოგზაურობით, ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ და დაუმეგობრდნენ უცხოელ თანატოლებს, გაუზიარონ მათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი მომავალშიც მზადაა წარმატებულ ბორჯომელ მოსწავლეებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და მსგავს საერთაშორისო ბანაკებში ვიზიტი დააფინანსოს.

ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ადგილობრივ დონეზე საჯარო სექტორსა და კერძო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები სოციალური მომსახურებების სფეროში’’, რომელსაც სამცხე ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის 27 წარმომადგენელი დაესწრო. 
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:
სოციალური მომსახურებების ა(ა)იპ-ებისგან შესყიდვის უპირატესობები;
ადგილობრივი თვითმმართველობების ზოგადი უფლებამოსილებები,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონით დადგენილი შესყიდვის მექანიზმები და გამონაკლისები;
საქართველოს კანონი ,,კონკურენციის შესახებ’’ და სახელმწიფო დახმარების (სუბსიდირების) ფორმები;
სახელმწიფო დახმარების (სუბსიდირების) მუნიციპალური მაგალითები;
,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ’’ კანონი;
 პროექტის კომისიური დაფინანსება საკრებულოს ნორმატიული აქტის საფუძველზე;
შეხვედრას დაესწრნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებას გაუზიარეს კოლეგებს. 
მუნიციპალიტეტებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება თანადაფინანსების საფუძველზე პროექტის ფარგლებში საქართველოს 7 რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენელთათვის 4 ტრენინგი უკვე ჩატარდა, რომელსაც ჯამში 70-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მიმდინარე თვეს დაგეგმილია ტრენინგი თელავსა და მცხეთაში.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ ASB Georgia მიერ. პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF). პროექტის დონორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის მიხედვით, შეხვედრები ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კვლავ გრძელდება. 
მოსახლეობის მთავარ გამოწვევებზე მორიგი შეხვედრა-დისკუსია ბორჯომში გაიმართა. 
ახალშენისა და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ფირან გოგიჩაშვილმა უპასუხეს. 
ადგილობრივებმა ახალშენის დასახლებაში ეკლესიასთან სინიაღვრე ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ვაშლოვანაში კი მოსახლეობამ დევნილთა ახალ დასახლებამდე გზის საფარის დაგება, ასევე სკვერისა და სტადიონის მოწყობა დაასახელეს პრიორიტეტებად. 
ხელმძღვანელი პირების თქმით, ახალშენში სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად და პრობლემის გადასაწყვეტად მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაინტერესდება და შესაბამის ზომებს გაატარებს. დადებითად გადაწყდება წელსვე ვაშლოვანაში სკვერის მოწყობის საკითხი და ტენდერის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქ. №35 მშენებლობა დაიწყება. პროექტი მზადაა და მომავალ წელს დაიგება გზა დევნილთა დასახლებამდე, ასევე მოწესრიგდება სასაფლაოს მისასვლელი გზა. მოსახლეობასთან ერთად კი შეირჩევა ადგილი, სადაც სამომავლოდ სტადიონის მოწყობა მოხდება.
შეხვედრაზე საუბარი სილამაზის ხიდსაც შეეხო, რომლის სავალი ნაწილი მუნიციპალიტეტის მრავალგზის შეკეთების მიუხედავად ხშირად ზიანდება.
ბუბა ბერიძის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდზე სამუშაოები უხარისხოდ აწარმოა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან სამართლებრივი დავა დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ცდილობს ყველა დაზიანება უმოკლეს დროში აღმოფხვრას.
პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება. 
 პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

სოფლებში ტაძრისში და საკირეში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. 
სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მოადგილე ბუბა ბერიძე. ხელმძღვანელმა პირებმა სოფლებში გზის დასრულებული მონაკვეთებიც მოინახულეს. 
მერის თქმით, სოფელ ტაძრისში ცენტრალურ უბანში 1 კმ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა იგება, 1 კმ სიგრძის გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ საკირეში, 600მ-ზე საფარი უკვე მოეწყო კაპანაძეებისა და სამსონიძეების უბანში. 
პროექტის მიხედვით, ჯამში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 600მ სიგრძეზეა გათვალისწინებული. 
ადგილობრივების თქმით, ასეთი მასშტაბის სამუშაოები სოფლებში არასოდეს განხორციელებულა. პროექტების დასრულების შემდეგ მათი გადაადგილება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო გახდება. 
მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს პროექტის დაწყებისა და გამოჩენილი ყურადღებისათვის. 
სამუშოებისათვის 545 000-მდე ლარი გაიხარჯება.

 

 

🗓 12 აგვისტო; 🕗 20:00სთ

ანსამბლი ოქტავა და დუეტი ECHOTUNIX მუსიკალურ საღამოზე გეპატიჯებათ.
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი
 ბილეთის ფასი 5 ₾.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბორჯომის სამუსიკო სკოლისა და ცენტრალური (ისტორიული) პარკის სალაროებში.


დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. 
გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, მემორიალთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გარდაცვლილთა ნათესავები და ადგილობრივები შეიკრიბნენ. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ალბორიშვილმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ დაღუპული დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 
გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადა მამა დიმიტრიმ, რის შემდეგ ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და ახალდაბის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 8 აგვისტოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი მცირე ღონისძიება გაიმართა. 
 ახალგაზრდებმა ლექსები წაიკითხეს, ანსამბლმა „მზეშინამ“ საგალობლები იგალობა, ხოლო ახლობლებმა დევი ჩადუნელი და შალვა გაბუნია გაიხსენეს და მათ მიერ ომში გამოჩენილ გმირობებზე ისაუბრეს. 
დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი ყოფილა, შალვა კი ახალდაბის ხშირი სტუმარი. მშობლებს მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალი დაბა ახალდაბის ცენტრში აუგიათ. 
როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, 8 აგვისტო უმძიმესი დღეა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში. უდიდეს ტრაგედიას თავის გმირები ჰყავს, რომელთა თავდადება და სიყვარული საკუთარი სამშობლოს მიმართ სამაგალითო იქნება ყოველთვის.
 

ბორჯომში არსებულ დღის ცენტრ „თებე-ში“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებისა და თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანს გიგა სოფრომაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრის მიზანს ბორჯომის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე დამატებითი პროგრამების შემუშავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 
მერიის წარმომადგენლის ირინა ალბორიშვილის თქმით, ამჟამად ბორჯომში მცხოვრები 18 წლამდე შშმ პირებისათვის რამდენიმე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ყოველთვიურ ასევე ერთჯერად დახმარებებს, მომავალი წლისთვის კი მათი გაზრდა იგეგმება. 
„მერის ლევან ლიპარტიას ინიციატივით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ პროგრამები კიდევ უფრო გაიზარდოს და მრავალფეროვანი გახდეს. ჩვენი მიზანია ახალი პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. ამ მხრივ თბილისის მერია ნამდვილად გამორჩეულია და ბატონ გიგასთან შეხვედრაც ამიტომ გადაწყდა. 
შეხვედრაზე პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით და შშმ პირების საჭიროებეზე ისაუბრა „თებეს“ დამაარსებელმა ნანა ლომაძემ.
გიგა სოფრომაძე მიესალმება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ პირების პირობების გაუმჯობესებას და აღნიშნა, რომ შშმ პირების პროგრამების შემუშავების ყველა ეტაპზე მერიასთან ინტენსიურად ითანამშრომლებს.

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

გახდი დონორი და გადაარჩინე სიცოცხლე...
ხვალ, 3 აგვისტოს, ბორჯომში უანგარო დონაციის აქცია სახელწოდებით „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართება.
აქცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში 11:00 საათიდან დაიწყება 
სისხლის უანგარო დონაცია უსაფრთხო პროცესია, მონაწილეობისათვის აუცილებელია დონორის ასაკი იყოს 18 -60 წლამდე, პირის წონა აჭარბებდეს 50 კილოს და იყოს მსუბუქად ნასაუზმევი.
დონორებს უფასოდ ჩაუტარდებათ სხვადასხვა სახის გამოკვლევა.


 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბორიშვილმა დაბა წაღვერში და სოფელ დაბაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. 
დაბა წაღვერში თავისუფლების ქუჩაზე უახლოეს მომავალში ასფალტობეტონის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე კი მოსამზადებელი სამუშაოები და ქუჩის მიმდებარედ, ღელესთან არსებული დამცავი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. 
476მ სიგრძის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დაწყებულია სოფელ დაბაში.
პროექტის მიხედვით, ორივე ობიექტზე ჯამში 1 კილომეტრამდე გზა დაიგება.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მონაკვეთზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა, რაც საკურორტო დასახლებებში, როგორც ადგილობრივების ასევე დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა. 
 სამუშაობის დასრულების შემდეგ, მოსახლოება კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
🛣პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 260 000 ლარით დაფინანსდა.


 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას - “ინტერნეტი განვითარებისთვის”.
პროგრამის მიზანია ციფრული წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობა რეგიონებში, რისთვისაც მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მათ შორის - საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, კონსულტაციები მეწარმეებისა და კერძო პირებისათვის.

თუ გსურთ დაესწროთ უფასო ტრენინგს ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში, დარეგისტრირდით საიტზე: 
 www.bfd.gov.ge
ტრენინგების ვიდეო მასალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ელ-მისამართებზეც:
 შესავალი - https://www.youtube.com/watch?v=l-rvedWqTMk
ციფრული წიგნიერება - https://www.youtube.com/watch?v=dUaRku96Fvk&feature=youtu.be
ციფრული მარკეტინგი -https://www.youtube.com/watch?v=Fp8uXUztwMw&feature=youtu.be
ელექტრონული კომერცია - https://www.youtube.com/watch?v=BOk5B-wVYYc&feature=youtu.be
ელექტრონული მმართველობა -https://www.youtube.com/watch?v=ew9bmeLdzHU&feature=youtu.be

 


 

ბორჯომელი სპორტსმენი თემურ ჭკუასელიძე რომში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 
მან 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში უნგრელი ალექს გერგო შოკე ანგარიშით 7:1 დაამარცხა. 
 ბორჯომელი ათლეტი ფინალამდეც დამაჯერებლად მივიდა: შვეიცარიელი რამონ ბეჩარტი - 5:0; ხოლო სერბი ბორის პეტრუსიჩი სუფთად, 8:0 დაამარცხა.
 სპორტსმენის გამოსვლების დროს სასიამოვნო გარემოებაც დაფიქსირდა. მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ დღის საუკეთესო ილეთად ჭკუასელიძის მიერ ნახევარფინალში რუს საიდ მაგომედ აბუბაქაროვთან შესრულებული ილეთი დაასახელა, როცა დასრულებამდე 45 წამით ადრე ფალავანმა თავზე გადახტომით 4-ქულიანი გდება გაუკეთა და 12:9 მოუგო, ხოლო ის შეხვედრა დღის საუკეთესო ორთაბრძოლად აღიარეს. 
🏆 აღსანიშნავია, ისიც, რომ თემურ ჭკუასელიძის მწვრთნელი ევროპის ჩემპიონი ასევე ბორჯომელი რევაზ ლაშხია. 
აღნიშნულ ჩემეპიონატში რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა ნაკრებმა ფინალურ ბლოკში სამი მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. 
ევროპის ჩემპიონი თემურ ჭკუასელიძე (87) გახდა, მესამეზე კი ლერი აბულაძე (63) და ბექა გურული(77) გავიდნენ. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტი თემურსა და მის მწვრთნელს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და იდევ ბევრ წარმატებას უსურვებს უსურვებს მომავალში.

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა. 
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 319 ბენეფიციარს.
26 588 ლარი 65  მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 92 ბენეფიციარი 15 350 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. 
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.


 

 სოფელ მზეთამზეში შიდა ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა. 
 განხორციელებულ პროექტებსა და ერთ-ერთ ჩიხში დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მოადგილე ბუბა ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი.
მერის განმარტებით, სოფელ მზეთამზეში ჯამში 1 კმ-მდე გზის საფარი მოეწყო. 3 მონაკვეთზე  ასფალტის, ხოლო  ერთ-ერთ ჩიხში  რკინა-ბეტონის საფარი დაიგო.  პროექტის ფარგლებში 420მ სიგრძის მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ასევე დაბა წაღვერში თბილისის ქუჩაზე.
 მოსახლეობამ შეხვედრის დროს ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს დიდი მადლობა გადაუხადეს  გამოჩენილი ყურადღებისა და განხორციელებული პროექტებისათვის.
 მათი თქმით, სოფელში წლებია  გზების მოწესრიგება გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, რაც დიდ პრობლემას ქმნიდა როგორც  ადგილობრივებისთვის ასევე დამსვენებლისთვის. დღეს კი კეთილმოწყობილი გზები საკურორტო ზონაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ადგილზე ტურიზმის განვითარებაზე. 
 მერის განმარტებით, სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძლდება.

 

გადაცემის ფორმატში ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. 
 ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის მიხედვით, მორიგი შეხვედრა სოფელ ჭობისხევში გაიმართა.
 ადგილობრივების კითხვებს მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მერის წარმომადგენელმა ლაშა კევლიშვილმა უპასუხეს. 
 მოსახლეობამ სოფლის მთავარ გამოწვევად სასმელი წყალი დაასახელა. 
ხელმძღვანელი პირების თქმით, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა მოხდება. მანამდე კი ა(ა)იპ სოფლის წყალი“ დებეტის გაზრდისთვის სხვადასხვა სამუშაოებს ჩაატარებს. 
შეხვედრაზე აღინიშნა, ისიც, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების დაგეგმვა ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობით მოხდება. 
 შეხვედრა ახალგაზრდების აქტივობითაც გამოირჩეოდა. სკოლის მოსწავლეების ყველაზე დიდი სურვილი სპორტული მოედნის მოწყობა იყო, რომლის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტი წელს საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს.
 წლევანდელი ბიუჯეტით, დღეს სოფელ ჭობისხევში გოგოლაძე-მეხრიშვილების უბანში აქტიურად მიმდინარეობს 1 300მ რკინა-ბეტონის გზების მშენებლობა, ასევე 750მ სიგრძის მონაკვეთზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი და ხიდი. 
 პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება.
პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

 

არქივი

 

უკან დაბრუნება  


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია