მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ნიადაგი

ბორჯომის რაიონის ფარგლებში რამდენიმე ნიადაგურ–კლიმატური ზონა გამოიყოფა. თრიალეთის ქედის საშუალო მთის ჩრდილო კალთებზე, დანაწევრებული რელიეფისა და არასაკმარისი სითბოს პირობებში, ფართო ტყის მასივებით დაკავებულ ტერიტორიებზე, წარმოდგენილია ზომიერად თბილი, მთა–ტყეთა ნიადაგურ–კლიმატური ზონა, სადაც სხვადასხვა დაქანების ფერდობებზე გავრცელებულია მთა–ტყის ყომრალი ნიადაგები. რაიონის აღმოსავლეთ მაღალმთიან ნაწილში შედარებით მცირე ფართობი უკავია ზომიერად ცივ, მთა–მდელოთა ნიადაგურ კლიმატურ ზონას, სუბალპური და ნაწილობრივ ალპური მთა–მდელოს ნიადაგებით, ფრაგმენტულად მთა–მდელოს შავი მიწისებრი ნიადაგებით. სამხრეთით ვულკანური მთიანეთის ფარგლებში, სათივებისა და საძოვრების გავრცელების რეგიონებში, წარმოდგენილია ზომიერად თბილი მთის სტეპების ნიადაგურ–კლიმატური ზონა, სადაც ყველა ექსპოზიციისა და დაქანების ფერდობზე გვხვდება მთის შავმიწა ნიადაგი. ბორჯომის რაიონის ტერიტორია, გარდა ზემოაღნიშნული გენეტიკური ტიპებისა, ასევე ყავისფერ ნიადაგებსაც მოიცავს.

ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილის შემაღლებულ ზოლში, დიდი მასივებითაა გავრცელებული ახალგაზრდა ვულკანური ქანები, უმთავრესად ანდეზიტებისა და ბაზალტების სახით.
 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია