მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ისტორიული მონაცემები

სახელწოდება "ბორჯომის ხეობა" პირველად 1819 წლის საბუთებში გვხვდება, ხოლო მანამდე მას (XV საუკუნიდან) სადგერის ხეობა ეწოდებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილი  ადამიანი ბინადრობდა. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნემდე თორის მხარე ეწოდებოდა. XV  საუკუნეში აქ ავალიშვილთა სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. ამავე საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობის ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა.

XVIII საუკუნის ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული ისტორიულ–კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829 წ.) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 წელს ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც 1899 წელს წაღვერისა და ტიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით, ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.

ქალაქ ბორჯომის  ადგილას XV-XVIII სს-ში  რამდენიმე  სოფელი იყო: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი  ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობას უნდა დაერქვა.  ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა.
 



/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია