არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“- „სამართლიანი არჩევნები.
არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს.
საკონტაქტო პირი მანანა ჯავახიძე.
დღიდან დაარსებისა ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის არჩევნებს როგორც რესპუბლიკაში ასევე საზღვარგარეთ. ორგანიზაცია არის ევროპის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრი (ENEMO), და მონაწილეობას იღებს ENEMO-ს ეგიდით სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების მონიტორინგის პროცესში
მისია:
მონიტორინგი გაუწიოს ყველა ტიპის არჩევნბს რესპუბლიკაში და ასევე საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში რომლებიც არიან ევროპის სართაშორისო სადამკვირვებლო მისიის წვრი. გარდა ამისა ორგანიზაციის მიზანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების სამოქალაქო სექტორის გააქტიურებასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში. ასევე ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი რესპუბლიკის მასშტაბით, მათ შორის ბორჯომის რაიონში. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში როგორც ხელისუფლების ასევე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებთან.
სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენერალური განათლების ასოციაცია „ოაზისი“
ასოციაციის თავჯდომარე ნანა ქუმსიაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია ქ. ბორჯომი წმ. ნინოს ქ.#2
ასოციაცია „ოაზისი“ დაფუძნდა 2005 წლის 12 სექტემბერს
ასოციაციის ისტორია
2006 წლის მარტი-აგვისტო --- განახორციელეს პროექტი „ტყე ჩვენი მომავალია“
2007 წლის აგვისტო-ნოემბერი --- განახორციელეს პროექტი „შევინარჩუნოთ კავკასიური სოჭი - ნეძვის სიმდიდრე“
ორივე პროექტი დაფინანსებული იყო „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს მიერ
მისია:
ხელი შეუწყოს ბორჯომის რაიონსა და სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო, ეკოლოგიური და გენდერული ცნობიერებისა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებას, ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას, თემის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ტურიზმის ხელშეწყობას.
„ოაზისი“ თავის მისიას ახორციელებს თემთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობითა და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან აქტიური საგანმანათლებლო და პრაქტიკული საქმიანობის გაწევით, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული აქციების მოწყობით
|