მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

სიახლეები

 

 

 

___________________________________________________________________________________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

იხ.PDF

______________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 94 289 ლარის დაფინანსება გასცა. 
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 414 ბენეფიციარს.
49 784 ლარი 114 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 95 ბენეფიციარი 13 405 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. 
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

____________________________________________________________________________________________________

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
 
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახeლობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
 
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

_____________________________________________________________________________________

 

 
ბორჯომში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბორჯომის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ. ისინი ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ასუფთავებენ. 
სამსახურის დირექტორის დავით ზაალიშვილის თქმით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის შემდეგ კედლები წყლის ჭავლით ირეცხება. სამუშაოებში ჩართულია ახლადშეძენილი მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი ტექნიკა, რომელიც ფასადების მაქსიმალურ გაწმენდასა და სისუფთავეს უზრუნველყოფს. 
სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის პროცესი ბორჯომში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
______________________________________________________________________________________________________

 

 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასრულდა 7 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

მათგან 4 ქალაქ ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №35, ხანძთელის ქ. №30, გამარჯვებისა და პეტრიწის ქუჩების კვეთაზე და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 3 კი დაბა ბაკურიანში და სოფლებში ზანავში და სადგერშია.

პროექტების ფარგლებში მოეწყო ქვაფენილი, საყრდენი კედლები, მოაჯირები, დეკორატიული სანათები, სკვერებში განთავსდა ტრენაჟორები, ატრაქციონები, სკამები, სანაგვე ურნები, დაირგო ასევე მცენარეები. პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 220 332 ლარით დაფინანსდა.

სოფ. სადგერში სკვერის გახნას გუშინ ადგილობრივებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფიანი დაესწრნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სკვერებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

_____________________________________________________________________________________

 

სამცხე-ჯავახეთი

2013-2018წწ

 

_____________________________________________________________________________________________________

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის შემუშავება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. 


საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის ინიციატორები უახლოეს პერიოდში კონფერენციის მოწყობას გეგმავენ.

____________________________________________________________________________________

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთოშირისო დღეა!

სწორედ ამ დღეს იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
აღნიშნულ კამპანიას უერთდება ბორჯომის მუნიციპალიტეტიც. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებისა და აქტივობის გამართვა.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. (განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული: http://gov.ge/dzaladobistsinaagmdeg/#p=1 )

იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული ძალადობის გამომწვევ ერთ-ერთი მთავარ მიზეზს საზოგადოების დამოკიდებულებები წარმოადგენს, გადამწყვეტი როლი პრობლემის აღმოფხვრასა და პრევენციაში სწორედ საზოგადოებას ეკისრება. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

#16დღიანიკამპანია2018
#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ
#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობა
#საერთოსაქმეა

 

_____________________________________________________________________________________________

ორჯომში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა - ბესიკ ამირანაშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან - ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აშენდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა 117 კვ/მ ფართობის შენობა. გამოიყო მედპერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახები. ასევე, მოეწყო შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალ შენობაში 50-მდე თანამშრომელი განთავსდა, რომლებიც მოსახერხებელი და კომფორტული სამუშაო პირობებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი. „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბორჯომის მოსახლეობისა და კურორტის ვიზიტორებისთვის, ისე იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავს. მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოში, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მომსახურების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პირი უკეთეს სერვისს მიიღებს,“- განაცხადა მხარის გუნერნატორმა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შესრულდა.

 

_____________________________________________________________________________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა. 10 ახალი კადრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადებული კონკურსის წესის მიხედვით, სექტემბრის თვის დასაწყისში შეარჩია. ლევან ლიპარტიამ ახალ თანამშრომლებს მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში წარმატებები უსურვა. დანიშნული თანამშრომლებიდან სამი სამსახურის და ერთი განყოფილების ხელმძღვანელია, ოთხი სპეციალისტია ორი კი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია. ახალი თანამშრომლები საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ.

______________________________________________________________________________________

საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო პროცესი განახლდა ბორჯომის საბავშვო ბაღებშიც. სწავლის დაწყება პედაგოგებსა და აღსაზრდელებს პირადად მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და ა(ა)იპ „ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის“ დირექტორმა. ხელმძღვანელმა პირებმა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს ნაყოფიერი და წარმატებებით სავსე წელი უსურვეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღია, სადაც დღეს 900-მდე მოსწავლე ირიცხება.

______________________________________________________________________________________

 

 

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პირადად მიულოცეს.„განსაკუთრებით ვულოცავ სწავლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე ნამდვილად გამორჩეული და დასამსახსოვრებელია, მათ პირველად შეაღეს სკოლის კარები და პირველად მიუსხდნენ მერხებს. ვისურვებდი, რომ ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლას სასიკეთო სიახლეებით დაეწყოს. განათლების მიღების პროცესი ყოფილიყოს, მაქსიმალურად საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების წახალისება პრიორიტეტია. წლის ბოლოს ჩვენ ვაჯილდოვებთ ხოლმე გამორჩეულ და აქტიურ პედაგოგებს. ხოლო წარჩინებული მოსწავლეებისათვის რამდენიმე პროექტი გვაქვს შემუშავებული. ერთ-ერთი მოსწავლეებისათვის საზღვარგარეთ ახალგაზრდულ ბანაკებში გამგზავრების დაფინანსებაა. რაც უფრო მეტი ასეთი კარგი მოსწავლე გვეყოლება, ეს ჩვენთვის უფრო მეტად იქნება მოტივაცია მაქსიმალურად ვიყოთ მათ გვერდით. მეტი განათლებული ადამიანი კი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა იქნება“ - აღნიშნა მერმა.

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ კლასში 285 მოსწავლე შევიდა.

______________________________________________________________________________________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტი საყოველთაო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“-ს შეუერთდა. მასშტაბურ დასუფთავების აქციაში დილიდან აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელები, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპ სამსახურისა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები. ჯამში 300-მდე ადამიანმა 23 მეტრ კუბი საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვება მოახერხა. აქციის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისაგან და ბოთლებისაგან გაიწმინდა ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიები, კერძოდ; პლატოს ტყე, სოფ. სადგრიდან ცენტრალურ პარკამდე ჩასასვლელი მონაკვეთი, ჩარხისწყლის დასახლებაში რკინიგზის სადგურის ბაქანი, გოგიას ციხემდე მისასვლელი გზა და ახალ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი. დასუფთავების აქციები ჩატარდა ასევე მუნიციპალიტეტის დაბებში და სოფლებში. მერის ლევან ლიპარტიას თქმით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია ბორჯომისათვის. „ჩვენ აქტიურად ვერთვებით ყველა კამპანიაში, რომელიც გარემოზე ზრუნვას შეეხება. წლის განმავლობაში ჩვენი სამსახურების ჩართულობით, პერიოდულად ვასუფთავებთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს და მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ“- აღნიშნა მერმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო სოფელ ტბის შიდა ქუჩებისა და ტბა-ცემის დამაკავშირებელი გზების დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ სოფლებში ჯამში 2კმ და 500 მეტრი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ბესიკ ამირანაშვილმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა დაბა ბაკურიანში საპარკინგე ადგილის მიმდინარე სამუშაოები, გაეცნო შემოვლითი 6 კმ სიგრძის გზის მშენებლობისა და ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ-მდე გზის მოწყობის სამუშაოებს. დღესვე, გუბერნატორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრეს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე.

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ა.ო სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამჯერად სოფელ ჩითახევში შედგა.

გადაცემის ფორმატში მოქალაქეების კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ააიპ „სოფლის წყლის“ დირექტორმა გიორგი ოქრუაშვილმა უპასუხეს.

სასმელი წყალი, გზა და გაზიფიცირება ის მთავარი საკითხები იყო, რომლებზეც შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს.

ხელმძღვანელი პირების თქმით, ამ დრომდე სოფელი სასმელი წყლით ჩითახევჰესიდან მარაგდება. თუმცა მას შემდეგ რაც ჰესს კერძო მესაკუთრე ჰყავს, დღის წესრიგში მისი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოცემის საკითხი დადგა. პროცედურის დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამსახური უკვე თავად იზრუნებს მოძველებული სისტემის რეაბილიტაციაზე. მოსახლეობასაც სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღარ შეექმნება.

წელს მოხდება ასევე გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაც, მომავალ წელს კი მისი განხორციელება დაიწყება. წელსვე დაიწყება სტადიონის მოწყობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გაზიფიცირება კერძო კომპანიის პრეროგატივაა, მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული ყველა პროცესში, რომელიც სოფელში ბუნებრივი აირის შემოყვანას დააჩქარებს.

შეხვედრას პროექტ სამოქალაქო ბიუჯეტის წარმომადგენელი ლევან ბიწაძე დაესწრო. მან აღნიშნული პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა და მათ ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა.

სამოქალაქო ბიუჯეტი ბორჯომში გასულ წელს განხორციელდა. მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის საკუთარი იდეები წარმოუდგინეს. მუნიციპალიტეტის ინიციატივით, წელს პროექტების ნაწილზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაა გამოცხადებული.

პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

_____________________________________________________________________________________________________

 

სოფლებში ჭობისხევში, საკირეში და ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მოადგილე ბუბა ბერიძე. მერის განმარტებით, ჯამში სამივე სოფელში ჯამში 3.5 კმ რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში სულ მალე დაიწყება გვერდულებისა და გადასასვლელების მოწყობაც. ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს ასეთი მოცულობითი სამუშაოებისათვის, რომლის შემდეგად მათთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

_______________________________________________________________________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2 სრულიად ახალი დასუფთავებისა და ერთი ერთეული მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი მანქანა შეიძინა.

ახალი ტექნიკა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ერთი დასუფთავების მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

ხელმძღვანელი პირების თქმით, ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს. შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც- მანქანა უზრუნველყოფს, ის ასევე ადგილზე მოახდენს სანაგვე ბუნკერებს რეცხვა-დეზინფექციას.

ახალი ტექნიკისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გაიხარჯა.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ახლადშემოყვანილი ავტობუსიც დაათვალიერეს და მგზავრებსაც გაესაუბრნენ. უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 3 ავტობუსი დაემატება. ჯამში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 5 ერთეული სრულიად ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი.


 

 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია