მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

სიახლეები

განცხადება

2019 წლის 3 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში: კოდექსი) ძირითადი ნაწილი, აგრეთვე, კოდექსის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებები, მათ შორის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილება და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის  №261 დადგენილება.

კოდექსის 141-ე მულხის 11-ე ნაწილის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის  დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმედ კანონმდებლობასთან მორგების მიზნით, გეგმაში შეტანილ იქნა ცვლილებები და  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 ნოემბრის N32  03 განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული გეგმა, მისი დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ  გენერალური გეგმას, ხოლო ნაწილობრივ განაშენიანების გეგმას.

ამ ეტაპზე  ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა არსებითი ცვლილებების გარეშე, კერძოდ, ცვლილებები არ ეხება დაგეგმვის კონცეფციას (არ იზრდება ჯამური განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, სართულიანობა და საცხოვრებელი ფონდის სიმჭიდროვე). 

გადადით ლინკზე  და იხილეთ ცვლილებების პროექტი

https://drive.google.com/file/d/1nFrirMe8ImvhjcGjkSEbCl3KB0kLCIeg/view?usp=sharing

 

https://drive.google.com/file/d/16of7gd-TDqtB3WCRfPc1p2hnX5kSqVf4/view?usp=sharing

 

https://drive.google.com/file/d/1EwCpmbRILJEWpkZU6Xc3HEqqZ0wSFwNA/view?usp=sharing

 

https://drive.google.com/file/d/1JMLLWImGks57F4nYEFwP-W1UXv_qA9yQ/view?usp=sharing

 

https://drive.google.com/file/d/1C936jVRhBUBO-iyPIYoXfArcIlrmeLYw/view?usp=sharing

 

საჯარო განხილვა მიმდინარეობს ქ. ბორჯომის მერიაში, ელექტრონული ფორმით.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 20 ნოემბრამდე, ელექტონული ფოსტის მეშვეობით. ელ.ფოსტის მისამართი: borjomimunicipality@gmail.com

 

__________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში 2019 წლის 31  ოქტომბერს10:00სთ-ზე.

6სხდ-განკარგულება

განკარგულების დანართი

________________________________________________________________________

ბორჯომში დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ცერემონიალზე, კონკურსის გამარჯვებულებს სასტუმრო Crowne plaza-ში 19:00სთ-ზე დააჯილდოვებენ. 

კონკურსი საზეიმოდ 20 ივნისს გაიხსნა. საკონკურსო მოსმენებთან ერთად, მუსიკის მოყვარულებისათვის ცნობილი შემსრულებლების „ყანჩელის კვარტეტის“, დავით ალადაშვილის, კორადო ნერისა და გიგი პიანომენის კონცერტები გაიმართა.  ღონისძიებებს სასტუმრო „Crowne Plaza“-მ უმასპინძლა.

 ღონისძიებებს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 აღსანიშნავია, რომ კონკურსი 2015 წელს ბორჯომში დაარსდა, გამოჩენილი ბორჯომელი პიანისტის თათა ლიჩელის მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა პიანისტების აღმოჩენას, მათ წახალისებასა და პატარა მუსიკოსების საშემსრულებლო დონის ამაღლებას. 

ამ წლების განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტი კონკურსის აქტიური მხარდამჭერია.

__________________________________________________________________________

დაბა ბაკურიანში დასუფთავების სამსახურს ახლადშექმნილი 10 კაციანი ჯგუფი დაემატა. ჯგუფი მობილური იქნება და მთელი დღის განმავლობაში დაბის ტერიტორიაზე დანაგვიანებულ ადგილებზე მოახდენს დროულ რეაგირებას. 

ამჟამად ბაკურიანში მიმდინარეობს ქუჩებისა და ტროტუარების დასუფთავება ქვა-ღორღისა და სხვა ნაშალი მასალისაგან. ამავე დროს ხდება ტროტუარებისა და ქუჩების გასწვრივ არსებული ჩირგვების გაკაფვა და მათი მოწესრიგება. 

სამუშაოებში ჩართულია სპეციალური დასუფთავების ტექნიკა, ქუჩები პარალელურ რეჟიმში ირეცხება. 

სამუშაოებს ასრულებენ დასუფთავების და კეთილმოწყობის, გამწვანებისა და ბორჯომის საგზაო სამსახურის თანამშრომლები, მასში აქტიურად არის ჩართული დაბა ბაკურიანის ადმ. ერთეულში მერის წარმომადგენელი გოჩა გობრონიძე. 

მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი.

___________________________________________________________________________

ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის რა? სად? როდის? გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა.  შეჯიბრის გამარჯვებული ბორჯომის №1 საჯარო სკოლის გუნდი „მენს მეა“ გახდა. საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი გვანცა დარსანიამ მოიპოვა.

 მე-2 და მე-3 ადგილები ტაძრისისა და ბორჯომის №1 საჯარო სკოლებს შორის გადანაწილდა. გამარჯვებულები გარდამავალი ბუს ქანდაკებით, ასევე სიგელებითა და წიგნებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი კვირკველიამ, ინტელექტ-კლუბის ხელმძღვანელმა გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ დააჯილდოვეს.  საპატიო სიგელები გადაეცა ასევე საფინალო თამაშის ყველა მონაწილეს.  ჩემპიონატი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის 52 გუნდის 312 მოსწავლე მონაწილეობდა.  ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება ბორჯომში ტრადიციაა. მისი ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტ-კლუბია.  შეხვედრას №3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. გამოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა №3 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი.

_____________________________________

 

სოფელ ყვიბისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა დაათვალიერეს.
კაჭუნაშვილების უბანში, მდ. ყვიბისურას ორივე მხარეს, აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა;
4 უბანში ეწყობა 2 კმ სიგრძის ბეტონის გზის საფარი;
სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონაკვეთების შეკეთება;
რეაბილიტაცია უტარდება სკოლის მიმდებარედ სპორტულ მოედანს;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ცენტრში ეწყობა სკვერი და წყარო;
ყვიბისში უკვე დასრულებულია წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. განახლებული სისტემით 170-მდე ოჯახი სარგებლობს;
წელსვე სოფ. ყვიბისში აშენდება ამბულატორიის ახალი შენობა;

___________________________________________________________________________

კომპანია “Techno Bus”-მა ბორჯომში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოაწყო. პროექტის წარმომადგენლებმა ბორჯომელ ახალგაზრდებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, სფეროში არსებული გამოწვევებისა თუ საფრთხეების, ასევე თანამედროვე სამყაროში ბიზნესის კეთების ახლებური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით იდეების რეალიზების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. პროექტი “Techno Bus” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო /GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს.

__________________________________________________________________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ. ადგილობრივ თვითმმართველობას 25 სამედიცინო ეტლი სულ ცოტა ხნის წინ მიეწოდა. ინიციატივა „საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის და ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობითა და უშუალო ჩართულობით განხორციელდა. ეტლების გადაცემისთვის ბორჯომს აღნიშნული ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, ასოციაციის წევრები და დონორი ორგანიზაციის LDS Charities წარმომადგენლები ბარტ და რენე მანგამები ესტუმრნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. სტუმრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახებსაც ესტუმრნენ და ეტლები ბენეფიციარებს ადგილზე მიუტანეს. ამჟამად, ეტლის მისაღებად, მერიაში აქამდე შემოსული ყველა განცხადება სრულად დაკმაყოფილებულია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბორჯომში საკურორტო სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ ბორჯომში და მის სოფლებში გრძელდება დაბინძურებული მდინარის ნაპირების გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები. 
ამასთანავე, ქალაქის მასშტაბით, ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში მიმდინარეობს ხე-მცენარეების კირით შეღებვა. 
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის იერსახეზე ზრუნვა წლის დასაწყისიდან დაიწყო. ქალაქ ბორჯომში მთავარი გზის ორივე მხარეს მოეწყო დეკორატიული მოაჯირები, სულ რამდენიმე ხნის წინ, განლაგდა საყვავილეები და დაირგო სხვადასხვა ფერის სეზონური ყვავილები, ცენტრალურ გზაზე მოეწყო ასევე მწვანე ზოლი.

 

__________________________________________________________________________

 

გაინტერესებს ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, შემოქმედებითი ინდუსტრია ან ინოვაცია და ტექნოლოგიები? 
გსურს მოიპოვო დაფინანსება და შენი იდეები ბიზნესად აქციო? მაშინ ეს პროექტი სწორედ შენთვისაა:
🇬🇪🇺🇸 RDFG, @USAID Zrda Activity in Georgia-სთან ერთად, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული 3 ბიზნეს პროექტი დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. 
🔵 რა არის საჭირო პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
🖇უნდა იყო 18-29 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი) ან თავისი ბიზნეს პროექტის განხორციელებას სამიზნე მუნიციპალიტეტში გეგმავს.
📎 რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს:http://rdfg.ge/ka/training/
📎 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი:
📞 551 11 47 89; 📧 pabuseridze@rdfg.ge

_________________________________________________________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 114 286 ლარის დაფინანსება გასცა. 
 აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 485 ბენეფიციარს.
 59 791 ლარი 113 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 113 ბენეფიციარი 16 095 ლარით დაფინანსდა.
 მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.
 ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

 

 

 ბორჯომში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის დასკვნითი ღონისძიება საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი იყო. მასში მონაწილეობა გაერთიანებაში შემავალმა 10-ვე საბავშვო ბაღის დამამთავრებელმა ჯგუფმა მიიღო.
 პატარები მაყურებლის წინაშე საოცრად მომხიბლავი კოსტუმებით წარსდგნენ. მათ მიერ შესრულებულმა ცეკვებისა და სიმღერის ნომრებმა, არტისტულობამ და ბუნებრიობამ აუდიტორია განსაკუთრებულად მოხიბლა. 
ბავშვთა დღე პატარებს მიულოცა ბორჯომის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა ნინო ბენდელიანმა და წმ. ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ. 
ღონისძიების ბოლოს, ნინო ბენდელიანმა ყველა ჯგუფი სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

__________________________________________________________________________

სოფელ კორტანეთში სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ტერიტორია მაღალი ლითონის ბადეებით შემოიღობა, განთავსდა ასევე კარებები, ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მოადგილეებთან დავით ზაალიშვილთან და ბუბა ბერიძესთან ერთად დაათვალიერა. მერის თქმით, სოფელ კორტანეთში კომუნიკაციებიც მოწესრიგდა, რის შემდეგ შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში 3 უბანში რკინა-ბეტონის გზა დაიგება.

___________________________________________________________________________

 

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ბუბა ბერიძე, ასევე კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე ბორჯომთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქ პოლტავაში მყოფ მოსწავლეებს შეხვდნენ. 

ახალგაზრული დელეგაციის წევრებმა ხელმძღვანელ პირებს მიღებული დადებითი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ გატარებული დღეები მათთვის დაუვიწყარი და ემოციებით სავსე იყო. 

ბორჯომელ ახალგაზრდებს პოლტავაში თანატოლებმა საკუთარ ოჯახებში უმასპინძლეს, მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ქალაქ მირგოროდში დაესწრნენ დავით გურამიშვილის სახელობის მუზეუმის 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას, ქართული დელეგაციისთვის მოეწყო ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქში. 

როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დამეგობრებულ ქალაქ პოლტავასთან მუნიციპალიტეტი გაცვლით პროგრამას მეორე წელია ახორციელებს და მიზნად ისახავს წარმატებული მოსწავლეების წახალისებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას. მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კი მომავალშიც გეგმავს. წლის მეორე ნახევარში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უკრაინელ ახალგაზრდებს უკვე ბორჯომში უმასპინძლებს. 11 მოსწავლემ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში 10 დღე გაატარა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის 25 სამედიცინო ეტლი გადაეცა. ინიციატივა „საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის და ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ეტლების დარიგება დღეს დაიწყო. მერი ლევან ლიპარტია, მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ბუბა ბერიძე და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ ხუციშვილი ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ და ეტლები პირადად გადასცეს. მათი დარიგება ივნისის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება და მერიაში, ეტლის მისაღებად, აქამდე შემოსული ყველა განცხადება სრულად დაკმაყოფილდება.

___________________________________________________________

ბორჯომში 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კონსტრუქცია ახალი ხის მასალით სრულად განახლდა და აქამდე არსებული იერსახით განთავსდა 9 აპრილის სკვერში. განახლებული მემორიალი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსმა ლაზარემ აკურთხა. ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

 

 

 ქალაქ ბორჯომში, ცენტრალური გზის მიმდებარედ, დაიწყო გამწვანების სამუშაოები.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, არსებული მონაკვეთის მთელ სიგრძეზე განლაგდა საყვავილეები, სადაც დღეს ტუიების ნერგები გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა დარგეს.  მიმდებარე ტერიტორიას წლების განმავლობაში, სატვირთო მანქანები და სპეც-ტექნიკა იკავებდა, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. ამიერიდან კი ტერიტორიას მწვანე ნარგავები დაამშვენებს.  უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის იერსახეზე ზრუნვა წლის დასაწყისიდან აქტიურად მიმდინარეობდა. ქალაქ ბორჯომში მთავარი გზის ორივე მხარეს მოეწყო დეკორატიული მოაჯირები, სულ რამდენიმე ხნის წინ, განლაგდა საყვავილეები და დაირგო სხვადასხვა ფერის სეზონური ყვავილები. ქალაქის სილამაზისთვის ზრუნვა, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება

 

ბორჯომში, გორგასლის №3-ში დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის სამუშაოები. 

პროექტის მიხედვით, შენობა სრულად დაიბრუნებს მის პირვანდელ იერსახეს. 

აღდგება გარე ფასადი, შესასვლელი ლითონის კარები, კიბეები, მოაჯირები და ლითონის ღობე, ჩატარდება შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთილმოეწყობა ასევე მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ, საბინაო ამხანაგობის ფარგლებში დაფინანსდა. 

სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
 

________________________________________________________________________

ქალაქის ცენტრში არსებულ მოზაიკურ პანოს რეაბილიტაცია უტარდება. ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაა. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პანოზე აღდგება დაზიანებული მოზაიკა, მოხდება მისი გამაგრება და იერსახის გაუმჯობესება. მოზაიკა სახელწოდებით “მზის ამოსვლა ცხრაწყაროზე“ შესრულებულია 1982 წელს, მხატვარ თანგული ორთოიძის მიერ. პანოზე აღდგენითი სამუშაოები დღესაც ავტორის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

___________________________________________________________________________

 ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მასშტაბური სანახაობრივი წარმოდგენებით აღინიშნა. 
 
 26 მაისის დღესასწაული ბორჯომელებს მერმა ლევან ლიპარტიამ მიულოცა.
 
 „ეს თარიღი, განსაკუთრებული და გამორჩეულია ქართველი ერის ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის, ის ჩვენია და უდიდესი მონაპოვარია. ქართველი კაცი, საუკუნეების მანძილზე სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს. უდიდესი სწრაფვა თავისულფლებისათვის ყოველთვის იყო ქართველი ადამიანის ბუნებაში, მის სულსა და გულში. სწორედ ამ დიდი ადამიანების-გმირების წყალობით, ქართველმა ერმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა, ეროვნულობა და მოიპოვა ყველაზე ძვირფასი ქვეყნის ისტორიაში -დამოუკიდებლობა - აღნიშნა მერმა. 
 
 ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კოლექტივებმა და საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებმა ცეკვისა და სიმღერის ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
 
 ღონისძიების მონაწილეებმა თეატრალური დადგმებშიც მიიღეს მონაწილეობა. მათ სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს და თავისუფლების სიმბოლო- მტრედები გაუშვეს. 
 
 ღონისძიება სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა, საჩენებელი სპორტული აქტივობებით დაასრულეს.
ღონისძიებას ორგანიზება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა და მისმა ქორეოგრაფმა გოგი ხიდირბეგიშვილმა გაუწია.
__________________________________________________________________________

ქალაქ ბორჯომის ქუჩებში საფეხმავლო ბილიკებს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში ეწყობა, როგორც ქვაფენილი ასევე ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს. თორისა და მესხეთის ქუჩებზე კი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

___________________________________________________________________________

ლეგენდარული ბაკურიანელი სპორტსმენი, ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე იუბილარია. დღეს „მფრინავი ტორპედო“ 85 წლის გახდა. ეს ღირშესანიშნავი თარიღი სპორტსმენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ, სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ მიულოცეს. ხელმძღვანელმა პირებმა კობა წაქაძე მადლიერების სიგელით, სპეციალურად დამზადებული სახელობითი სკულპტურითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს. თავის მხრივ სპორტსმენმა სტუმრებს საკუთარ სახლში მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერებინა და მათ ის ისტორიებიც გაუზიარა, რომლებიც მუზეუმში დაცულ ჯილდოებს, შეჯიბრებებიდან ჩამოტანილ სხვა ნივთებსა და ნაჩუქარ სუვენირებს უკავშირდებოდა. P.S. კობა წაქაძემ ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. კარიერის მანძილზე მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა, მათ შორის მრავალჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კობა წაქაძე არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

დღეს ბორჯომში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.  კოსტუმირებული მსვლელობა კოსტავას მოედნიდან დაიწყო და ქალაქის მთავარი ქუჩები მოიცვა.  მსვლელობის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ.  საზეიმო მსვლელობა მ. კოსტავას სახელობის სკვერში ცეკვისა და სიმღერის ნომრების ჩვენებით გაგრძელდა. 🇬🇪🇬🇪 ეროვნული სამოსის დღე წელს საქართველოში მეოთხედ აღინიშნა. ბორჯომში კი მსგავსი მასშტაბური ღონისძიება მესამე წელია ტარდება.  ღონისძიებას ორგანიზება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გაუწია. ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ტრადიციად ჩამოყალიბდა და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული დელეგაცია უკრაინის დამეგობრებულ ქალაქ პოლტავას ესტუმრა. 
მიწვევა უკრაინული მხარის მიერ, დავით გურამიშვილის სახელობის მუზეუმის 50 წლის თავის აღსანიშნავად მოხდა, რომელიც პოლტავას გუბერნიის ქალაქ მირგოროდში მდებარეობს. 
დელეგაციის წევრები ვაჟ ფეხბურთელთა და ფრენბურთელ გოგონათა გუნდების წევრები არიან.
11 მოსწავლე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში 10 დღეს გაატარებენ და უკრაინელ თანატოლებთან იცხოვრებენ. ისინი მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში და დროს შინაარსიანად და ნაყოფიერად გაატარებენ. 
 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამეგობრებულ ქალაქთან გაცვლით პროგრამას მეორე წელია ახორციელებს. წლის მეორე ნახევარში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უკრაინელ ახალგაზრდებს უკვე ბორჯომში უმასპინძლებს. 
 
პროექტის მიზანი, წარმატებული ახალგაზრდებისათვის მოტივაციის ამაღლება, უცხოელ თანატოლებთან დამეგობრება და მათი კულტურისა და გამოცდილების გაზიარებაა. 
 ბორჯომი და პოლტავა 2011 წლის 10 მაისიდან დამეგობრებული ქალაქების სტატუსს ატარებენ.

 

ბორჯომში „ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა. აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო. განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და ,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტი მოიცავს ვიზიტორთა ცენტრის გარშემო ტერიტორიების კეთილმოწყობასაც. კავალერიის შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. შენობის რესტავრაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. ყოფილი „ბორჯომის კავალერიის შენობა“ 1880 წელს აშენდა და წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს.

______________________________________________________________

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ბორჯომს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“ ესტუმრა. ღონისძიება თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრში შედგა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ანსამბლის წევრებმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს, მათ შორის, ნანები და საგალობლები. კონცერტში მონაწილეობა ბორჯომის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმაც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „ნანინას“ ყველა წევრი ეთნომუსიკოლოგია. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან სხვადასხვა სამუსიკო სკოლასა თუ სტუდიაში. ანსამბლი 2004 წელს ჩამოყალიბდა. მან აუდიტორიის ყურადღება მალევე მიიპყრო გამორჩეული რეპერტუარით, ორიგინალური საშემსრულებლო სტილითა და მანერით მიიპყრო.

_________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაიწყო 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხის კონსტრუქციის დემონტაჟი. მემორიალი ახალი ხის მასალით განახლდება და აქამდე არსებული იერსახით უახლოეს მომავალში კვლავ განთავსდება 9 აპრილის ქუჩაზე.

______________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ქალაქ ბორჯომში სამ ქუჩაზე, ასევე ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, დაბა წაღვერში, დაბა ახალდაბაში და სოფელ ჭობისხევში სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნები მოაწყო. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. სავარჯიშო მოედნები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ადგილობრივი ხელისუფლება სავარჯიშო ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

______________________________________________________________

 დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 28 წარჩინებული სკოლადამთავრებული ახალგაზრდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 
 2017-18 წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით ზაალიშვილმა და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ პირადად გადასცეს.  23 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, ბორჯომის №1, №3, №6, დაბა ბაკურიანის, დაბა წაღვერის, სოფლების რველისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს.  ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცეს და კიდევ ბევრი წარმატება უსურვეს.  ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.

______________________________________________________________

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს.
 
ხელმძღვანელმა პირებმა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის წარმომადგენლებთან ერთად, ომის ვეტერანებს ერთობლივი საჩუქრები გადასცეს და მათ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
____________

დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს.  შინ მოუსვლელთა სახელობის სკვერში მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილეებმა დავით ზაალიშვილმა და ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბორიშვილმა, სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაული პირადად მიულოცეს და მუნიციპალიტეტისა და სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის სახელით საჩუქრები გადასცეს, სკვერში არსებული მემორიალი კი ყვავილებით შეამკეს. 
ადგილზე ანსამბლების ნენანასა და მზეშინას, ასევე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თემატური ღონისძიება მოეწყო. 
 მოგვიანებით საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოზე მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. სამღვდელო პირებმა დაღუპულებისათვის პანაშვიდი გადაიხადეს. 
 დღის ბოლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ომის ვეტერანები საზეიმო ვახშამზე მიიპატიჟა. 
 ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრად 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ. ომის ვეტერანებმა სახელმწიფოსგან 600 ლარიც მიიღეს.
_________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 60 ცალი ახალი სანაგვე კონტეინერი შეიძინა. ახალმა ურნებმა ძველი დაზიანებული ურნები ჩაანაცვლა როგორც ქალაქ ბორჯომში ასევე მის სოფლებში. მათი განთავსება, ბორჯომის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების იმ ადგილებზეც მოხდა, სადაც ამის საჭიროება იყო. მაისის თვის ბოლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამატებით, კიდევ 30 სანაგვე კონტეინერი შემოვა.

_______________

გაერთიანებული სამეფოს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დიპლომატიური ტურის “DiploTripGeorgia2019” ფარგლებში, დღეს ბორჯომს, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი და სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს 8 ქვეყნის აკრედიტებული და ყოფილი ელჩი, პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესტუმრნენ. სტუმრებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილეებმა დავით ზაალიშვილმა და ბუბა ბერიძემ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბოლიშვილმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ უმასპინძლეს. ვიზიტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურებოდა. სტუმრებმა ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა და ბორჯომის ცენტრალური პარკი მოინახულეს. დააგემოვნეს მინერალური წყალი და მიიღეს ინფორმაცია მხარის ტურისტული პოტენციალის შესახებ. ვიზიტის ბოლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

_____________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა „JCB მარკის ახალი ტრაქტორი შეიძინა. თანამედროვე ტექნიკა მრავალფუნქციურია და ის საჭიროების მიხედვით, ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებს უკვე ემსახურება.  ტრაქტორი საგზაო, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო და სხვა სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი.  ახალი ტექნიკა შესაბამის სამსახურებს გაუადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.

___________________

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, დღეს ბორჯომში მოყვარულ გუნდებს შორის, ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ქალაქ ბორჯომისა და სოფ. ტაბაწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ. ბორჯომმა 4:0 ანგარიშით, სძლია მეტოქეს და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მერის მოადგილემ დავით ზაალიშვილმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ თასით, ბურთებითა და მედლებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტისგან ფულადი თანხაც გადაეცა. ქალაქ ბორჯომის მოყვარულთა გუნდი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში კი ის დედაქალაქში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

______________

ქალაქის სკვერებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ბორჯომის გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურების ჩართულობით, სკვერებში იცვლება დაზიანებული სანაგვე ურნები, ადგილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომელიც დასასვენებელი პარკების გალამაზებას შეუწყობს ხელს. 

უახლოეს დღეებში სკვერებს ყვავილებიც დაამშვენებს. ასევე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების შემოტანა და მათი დარგვა.

_______________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიწყო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს სოფელ ჭობისხევში.  სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზის ყველა დაზიანებულ მონაკვეთზეა გათვალისწინებული და ის ეტაპობრივად როგორც ქალაქის ქუჩებში ასევე მის სოფლებში განხორციელდება.

 

________

პირველად საქართველოში თურქმენეთიდან ტურისტული კომპანიების მოწვევა განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში ათკაციანი ჯგუფი ბორჯომსაც ეწვია. ინფო-ტურის ძირითადი მიზანი ბორჯომის ბალნეოლოგიის გაცნობა იყო. ჯგუფი, ბორჯომი მუნიციპალიტეტის ტურიზმის სპეციალისტისა და გიდის თანხლებით, გაეცნო ბორჯომს, ისაუბრეს ტურისტული მდგომარეობის შესახებ, დააგემოვნეს ცნობილი მინერალური წყალი, ესტუმრნენ ბორჯომის წამყვან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს. სტუმრებმა გამოთქვეს მოწონება ქალაქის, საუცხოო ბუნებისა და განვითარებული ბალნეოლოგიური ინფრასტრუქტურის გამო და დიდი იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მდგომარეობა დააინტერესებს და მოიზიდავს თურქმენ დამსვენებელს ჩვენს კურორტზე. ინფო-ტურის ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ბორჯომის ფარგლებში ტურის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

___________

დაბა ბაკურიანში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.  ადგილობრივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ცენტრალური ქუჩა გაიწმინდა ზამთრის სეზონზე დაგროვილი ქვა-ღორღისაგან, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე ქუჩა და ტროტუარები მოირეცხა სპეც-ტექნიკის საშუალებით.  დასუფთავების აქციაში ტექნიკის ჩართულობა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, დაბა ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უზრუნველყო.  ბაკურიანში დასუფთავების აქციის ჩატარება ახლო მომავალშიც იგეგმება და ის შიდა ქუჩებს მოიცვას.

___________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ბუბა ბერიძე, ასევე საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ბორჯომის ფილიალის კოორდინატორი ხათუნა ბაგაური, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ და მათ წინასააღდგომოდ სადღესასწაულო ნობათი და „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის საჩუქრები გადასცეს. „დღეს გვინდოდა ეს ოჯახები გაგვეხარებინა და მიგველოცა მათთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიყოთ მათ გვერდით და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის მიხედვით, სათანადო დახმარება გავუწიოთ “- აღნიშნა მერმა. სააღდგომო ნობათი დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა იმ ოჯახმა მიიღო, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 1 000-მდეა. ამასთანავე, წინასააღდგომოდ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია 660 ოჯახს. მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, 100 ლარი 14 კატეგორიაზე გაიცა.

_______________

 დღეს ბორჯომში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე, დეპუტატები ივანე შალუტაშვილი და ლევან ლონდარიძე შეუერთდნენ. მათ ბიბლიოთეკას საჩუქრად ახალი გამოცემები გადასცეს. 
 როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებს იღებდნენ. ეს იყო შეხსენება, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის.  1995 წელს ეს დღე იუნესკომ ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ. 2003 წელს მას საქართველოც შეუერთდა. 
23 აპრილი ამავდროულად არის უილიამ შექსპირის გარდაცვალების და ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღე.  სწორედ ამ ავტორების - სერვანტესის, შექსპირისა და ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. შექსპირის სონეტები წაიკითხეს მოსწავლეებმაც.  ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ნინო ქაჯაიამ და რველის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნინო გელაშვილმა.  23 აპრილი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, გამოცხადდა წიგნის ჩუქების დღედ. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა წიგნი. დღევანდელ ღონისძიებას წინ უსწრებდა ქუჩის აქცია ,,აჩუქე წიგნი“. საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და აქტიურმა მკითხველებმა წიგნებით დაასაჩუქრეს ქუჩაში შემხვედრი მოქალაქეები.

_____________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მოადგილეებთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად წაღვერის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და წარმატებული პედაგოგი მონიკა ჭანტურია მადლობის სიგელით დააჯილდოვეს. 

მონიკა, საქართველოს მასშტაბით, გამართულ კონკურში ქართული ენისა და ლიტერატურის 5 საუკეთესო მასწავლებელს შორის, სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა. მთავარ დაჯილდოებაზე კი ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული პედაგოგი გახდა.  ხელმძღვანელმა პირებმა მონიკას მიულოცეს მიღწეული წარმატება და მადლობა გადაუხადეს სასწავლო პროცესში ინოვაციური და განსაკუთრებული მიდგომების დანერგვისათვის.

 როგორც მერმა აღნიშნა, მონიკას წარმატება ბორჯომის წარმატებაა, მისი სწავლის მეთოდი და საქმისადმი დამოკიდებულება კი სამაგალითოა სხვებისთვისაც.

 შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში განხორციელდა.

 წაღვერის საჯარო სკოლაში წელს კიდევ ერთი სიახლეა დაგეგმილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სკოლის ტერიტორიაზე გარე-სპორტული მოედნის მოწყობა მოხდება.

__________

 ბორჯომში ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ქალაქის იერსახის გალამაზებისათვის სამუშაოები კიდევ უფრო გააქტიურდა. დასუფთავების ინტენსიური აქციების გარდა, მიმდინარეობს ავტომოსაცდელების კეთილმოწყობა. გაჩერებები იღებება, ასევე იცვლება დაზიანებული სანათები. აღნიშნული სამუშაოები ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ ყველა გაჩერებაზე ჩატარდება. ამასთანავე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ზაფხულის სეზონის მომზადებულად შესახვედრად სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებსაც განახორციელებს.

_________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უკრაინიდან ინფო-ტურს უმასპინძლა. ტურის მონაწილეები კიევის, ოდესის, ხარკოვის, ჩორტკოვის, უმენის, პერეიასლოვ-ხმელნიცკის, კრამატორსკის ტურისტული კომპანიების მენეჯერები და დირექტორები იყვნენ. სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა კურორტი, ესტუმრა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს: „ბორჯომი ლიკანსა“ და „Crawne Plaza”-ს, გაეცნო კურორტის ბალნეოლოგიურ და სპა-შეთავაზებებს. ჯგუფი დაინტერესდა მრავალი საკითხით, მათ შორის ტურისტების რაოდენობით, ცენტრალური პარკით, მინერალური წყლის მოხმარებითა და პოპულარობით დამსვენებლებს შორის, ასევე ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებით. ინფო-ტურს საქართველოს მასშტაბით ორგანიზებას უწევს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტურის მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

___________________

ქალაქ ბორჯომში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
 კვირის განმავლობაში სპეციალური ტექნიკით, გასუფთავდა გარე-განათების ბოძები და ავტობუსის მოსაცდელები, სადაც თვითნებურად მიკრული საინფორმაციო მასალები იყო განთავსებული. სამუშაოები ცენტრალური გზის მიმდებარედ ჩატარდა. 
ამასთანავე დასუფთავების აქციები მოეწყო ვაშლოვანაში, ახალ უბანში და პლატოს ტყეში. მიმდებარე ტერიტორიები სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენისაგან და ქვა-ღორღისაგან გაიწმინდა. 
სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ „ბორჯომის დასუფთავება-კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები. ამინდების დადგომისთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაქვემდებარებული სამსახურების აქტიური ჩართულობით, ყოველკვირეულად დასუფთავების მასშტაბურ აქციებს გამართავს.
___________

 მიმდინარე წელს ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდება. 
სამუშაოების დაწყებამდე, კომპლექსის არსებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. 
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ტრიბუნებისა და მისი შიდა სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა მსაჯების ოთახები, გასახდელები, სველი და ტექნიკური ოთახები, გარე განათება, ასევე გადაიხურება ტრიბუნები, ფედერაცია კი საფარის სრულ განახლებას მოახდენს. შედეგად ჩვენ მივიღებთ, მაღალი სტანდარტების სტადიონს, სადაც ყველანაირი პირობა იქნება სპორტმენების მომზადებისა და მაღალი ხარისხით, მატჩების ჩასატარებლად“- აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.
ამჟამად სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, საპროექტო დოკუმენტაციაზე მიმდინარეობს მუშაობა.

________________

დაბა წაღვერში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. მასში ხალისით ჩაერთვნენ ადგილობრივები, ასევე წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულის, კულტურის სახლის, ბიბლიოთეკის, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.
აქცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოთარ არბოლიშვილის ინიციატივით მოეწყო და მას ხელმძღვანელი პირები: მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე შეუერთდნენ. 
„წაღვერის მოსახლეობა განსაკუთრებული განწყობით ჩაერთო აქციაში, მათ ჩვენც შევუერთდით, ეს შემართება უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელია. საკუთარ დასახლებაზე ზრუნვა აუცილებლად სტიმული და გადამდები იქნება სხვებისთვისაც, რაც შეიძლება მეტად გავუფრთხილდეთ საკუთარ ქალაქს და ჩვენც შევიტანოთ წვლილი უკეთესი ბორჯომისათვის“- აღნიშნა დავით ზაალიშვილმა.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბორჯომში მასშტაბური დასუფთავების აქციები დაიწყო და ის ქალაქის უბნებთან ერთად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დაბას მოიცავს.
 
_______________

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

__________________________

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა ვაშლოვანის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერეს.

ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის საფარის მოწყობამდე გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც მერმა ლევან ლიპარტიამ აღნიშნა, დასახლებაში 1 კმ-მდე სიგრძის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, პარალელურად მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.

სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას გადაადგილება კომფორტულად შეეძლება.

________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
 
მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე გასაცნობად, მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს წევრებმა გიორგი ფერაძემ და ირაკლი კვირკველიამ მორიგი შეხვედრა სოფელ საკირეში და სოფელ ტაძრისში გამართეს.
 
შეხვედრის დასაწყისში, მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს გასულ წელს განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ გზა დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგება.
 
მერმა დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას წელსაც, სწორედ გზების კეთილმოწყობის აქტიურ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სოფლებში ჯამში 3 კმ-მდე გზის დაგება მოხდება, ამასთანავე, ორივე სოფელში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფლის პროგრამებით, სოფელ საკირეში გარე-განათება 
გაკეთდება, ტაძრისში კი სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სოფ. ტაძრისში ადგილობრივი დაფინანსებით, სკვერის მოწყობაც მოხდება.
 
წელს დაგეგმილი პროექტებისათვის ჯამში 1 მლნ 500 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯება.
 
ლევან ლიპარტიას თქმით, შეხვედრაზე გამოვლენილი სხვა საჭიროებების დადებითად გადაწყვეტაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ეტაპობრივად მოხდება.

___________________

 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე-განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
ადგილობრივი დაფინანსებით, დასახლებებს ჯამში 406 ლამპიონი დაემატება.
 
პროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური ლედ სანათები სოფლების იმ უბნებში დამონტაჟდება სადაც, გარე-განათება მანამდე არ ყოფილა. 
ლედ სანათები, ეკონომიურობით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტო ენერგიის მოხმარებას.
სამუშაოებს ადგილზე ა(ა)იპ „ბორჯომის გარე განათების“ სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ და მისი დასრულება თვის ბოლოსთვის მოხდება.

_________________

დღეს, 11 აპრილს ბორჯომში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? – 2019 გაზაფხულის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებს შორის დაიწყო.
ინტელექტუალური თამაშების დაწყებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი და დეპუტატები დაესწრნენ.
 
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელეაქტუალური კლუბი. თამაშები ორი თვის განმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 53 გუნდი მიიღებს.
 
რა? სად? როდის? დამთავრების შემდეგ გამოვლინდება სეზონს მოაზროვნე გუნდი და მოაზროვნე მოთამაშე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ბუს გარდანავალი ქანდაკებდა.ფინალისტები დაჯილდოვდებიან სიგელებით და სპეციალური საჩუქრებით.
ინტელექტუალური თამაშების მიზანია წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა. მოკლე დროში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებისა და გუნდურობის უნარების გამომუშავება.
მომდევნო ინტელექტუალური თამაშიები 15 აპრილს , 15 საათზე ბორჯომის # 3 საჯარო სკოლაში გაიმართება.

_______________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა დაბა ახალდაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ამჟამად ახალდაბის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის, სველი წერტილების გასახდელების და სადგურის უბანში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი დაბაში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა დაიწყება.

ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, ის ადგილიც მოინახულეს, სადაც მიმდინარე წელს ადგილობრივი დაფინანსებით, მინი-სპორტული მოედნის, სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა მოხდება. სპორტულ მოედანთან, დამხმარე შენობის კერძოდ: გასახდელების, სველი წერტილებისა და მწვრთნელების ოთახების მშენებლობას ევროკავშირის დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“, „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ ჩართულობით (LAG) განახორციელებს.

დაბა ახალდაბაში მიმდინარე პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 330 000 ლარი მოხმარდება.

_________________________________

 

 

 

13 აპრილი;  19:00 სთ;  ბორჯომის კულტურის ცენტრი
--------------------------------------------------------------------------------------
 სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 
 მუსიკალური გაფორმება: თეატრალური კვარტეტი და ოთო ჩუხრუკიძე.
 წამყვანი : პოეტი მაკა ბლიაძე 
 დასწრება უფასოა
 ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების ცენტრი

___________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ პირველი მოადგილე დანიშნა.
დავით ზაალიშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. ის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ, საფინანსო, იურიდიულ და კულტურის მიმართულებებს, ასევე ა(ა)იპ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს. 
დოსიე:
დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს ქ. ბორჯომში;
1999 წელს დაამთავრა ბორჯომის №2 საშუალო სკოლა;
1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე, სპეციალობით „ავტოინჟინერი”;
2004-2005 წლებში მუშაობდა ბორჯომის №1 ჩამომსხმელ ქარხანაში ტექნიკური მომსახურების ჯგუფში;
2005-2009 წლებში მუშაობდა ბაქო-თბილისი-ჯეიხანის უსაფრთხოების ინჟინრად;
2015-2017 წლამდე იყო ა(ა)იპ-ბორჯომის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორი;
2017 ა(ა)იპ ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის დირექტორია;
ყავს მეუღლე და ორი შვილი;

_________________________

დღეს ბორჯომში 9 აპრილს გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეკირიბნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. 
„ადამიანებმა, საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად მოუტანეს სამშობლოს დამოუკიდებულობა. ეს უდიდესი გმირობაა და ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე. განვითარებული მოვლენების მიხედვით, ეს თარიღი ტრაგიკულია და ამავე დროს არის ერის თავისუფლების მოპოვების დღე“- აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

მემორიალთან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ადგილზე მოეწყო თემატური ღონისძიება. ფოლკლორულმა ანსამბლებმა „მზეშინამ“ და „ნენანამ“ საგალობლები და სამშობლოზე სიმღერები შეასრულეს. ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობებმა კი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ „იმედის“ პატარა მოცეკვავეებმაც.

 

_______________

9 აპრილის ტრაგედიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ბორჯომში 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან. 
ჩატარდება გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. ხელმძღვანელი პირები მემორიალს შეამკობენ გვირგვინებითა და ყვავილებით. 
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ადგილზე გაიმართება ღონისძიება. მონაწილეები ისაუბრებენ ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე.

____________

 

 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 თვის განმავლობაში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 447 470 ლარის დაფინანსება გასცა. 
იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 967 ბენეფიციარს.
296 658 ლარი 436 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 307 ბენეფიციარი 52 962 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს ასევე 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

___________________

დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ იზეიმეს. პროგრამის ფარგლებში გაიმართა როგორც სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები. 
პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს თხილამურებით სირბილში, გიგანტურ სლალომში და სნოუბორდში შეეჯიბრნენ. 
ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეკატერინე ორჯონიკიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანში გოჩა გობრონიძე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ  დღესასწაულისთვის ტრადიციულად ბაკურიანს  ნინოწმინდელი სპორტსმენები ესტუმრნენ, რომლებმაც თხილამურებით სირბილში ადგილობრივებთან ერთად იასპარეზეს. სპორტმენების საგულშემატკივროდ, შეკრებილებს ანდეზიტის სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად შეუერთდნენ.  
ყველაზე ბევრი მონაწილე კი გიგანტურ სლალომს ჰყავდა, სადაც შეჯიბრებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 
გამარჯვებულების დაჯილდოება მოგვიანებით, კონცერტზე შედგა. 100-ზე მეტი  სპორტსმენი ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
_______________
 
მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გასაცნობად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში  შეხვედრები გრძელდება.  
 
ამჯერად მერი ლევან ლიპარტია, წარმომადგენელთან ლაშა კევლიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ირაკლი კვირკველიასთან და ელზა კუჭუხიძესთან ერთად სოფელ ჭობისხევში და სოფელ ლარებში იმყოფებოდა. 
 
საჭიროებების გამოვლენასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 
 
სოფელ ჭობისხევში წელს ადგილობრივი დაფინანსებით, სტადიონის, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, ასევე სკოლის მიმდებარედ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ასევე გარე-განათება, დაიწყება  სოფელში გზის დარჩენილი მონაკვეთების საპროექტო სამუშაოები.  სოფლის პროგრამით კი სოფელში ტრენაჟორებისა და ატრაქციონების განთავსება მოხდება. 
 
სოფელ ლარებში წელს გარე-განათების მოწყობა და სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება. 
 
შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ის  მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
____________
 
 
 
ქალაქ ბორჯომში დასუფთავების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამჯერად  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ასევე  ზამთრის სეზონზე  დაგროვილი ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისაგან გაიწმინდა სოფელი ლიკანი და  ქალაქ ბორჯომში არსებული სკვერები. 
პარალელურად მდინარის ნაპირების გაწმენდა  მიმდინარეობს სოფლებში: ჭობისხევში, ქვაბისხევში, საკირესა და დვირში.
ბორჯომში ინტენსიური დასუფთავების აქციები 1 კვირის წინ დაიწყო და ის ქალაქის ყველა უბანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს. 
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ყოველ შაბათ-კვირას ახალი ინიციატივაც გეგმავს. სხვადასხვა წარმოება-დაწესებულების ჩართულობით, ტურისტულ ზონებში დასუფთავების აქციები მოეწყობა.
_______________
 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებში გამარჯვებულ სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს,  მათ პედაგოგებსა და მშობლებს უმასპინძლა. 
მერმა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ  ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, პედაგოგებს კი მადლობა გადაუხადეს ნიჭიერი მოსწავლეების აღზრდისთვის. 
 მერის თქმით, მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს მუნიციპალიტეტის სახელით წამახალისებლად ფულადი ჯილდო გადაეცემათ. 
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არაერთი პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულები არიან. სულ ცოტა ხნის წინ პედაგოგ მარინე რატიანის 2 მოსწავლემ: საბა ლომსაძემ მოცარტის მე-4  საერთაშორისო კონკურში,  ხოლო ლიზი ხაჩიძემ მე-5 საერთაშორისო კონკურსში „ნორჩი ვირტუოზი“  I  ადგილები დაიკავეს. ლიზიმ თავი ისახელა ასევე მოცარტის მე-4  საერთაშორისო კონკურში, სადაც II ადგილი დაიკავა. 
„ნორჩი ვირტუოზის“ კონკურში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ასევე მარინა გაბაშვილის 2 მოსწავლე.  ბარბარე გაგლოშვილმა I ადგილი დაიკავა, მარიამ ჩუტკერაშვილი კი III ადგილზე გავიდა. აღნიშნულ კონკურზე საპრიზო II ადგილი დაიკავა ასევე მარინა ქიტიაშვილის მოსწავლემ ელენე ხაჩიძემ. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტში წარმატებული ახალგაზრდების წახალისება ყოველწლიურად ხდება. მათი მიღწევების მიხედვით, ფულადი თანხით ჯილდოვდებიან როგორც ახალგაზრდა ხელოვანები ასევე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული სპორტსმენები.

_____________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ. კონკურსანტებმა დეტალურად ისაუბრეს საკუთარ ნაშრომებზე, სადაც ძირითადი აქცენტი პარკის განვითარების ახლებურ ხედვებსა და პერსპექტივებზე გააკეთეს. წარმოადგინეს ასევე ვიზუალური მასალა და ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს. საკონკურსო ჟიურიმ, რომელიც სპეციალისტებისგან, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული 2 საუკეთესო პროექტი დაასახელა. გამარჯვებული საზოგადოების და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 1 თვის წინ გამოცხადდა და მისი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნება და განვითარებაა.

___________________________________

 

➡ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს წევრებმა   მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყეს. 
 
დღეს მერი დეპუტატებთან ირაკლი კვირკველიასთან, გიორგი ფერაძესთან, თამარ სხირტლაძესთან და ელზა კუჭუხიძესთან ერთად სოფლებს ქვაბისხევსა და ჩითახევს ესტუმრა.
 
საჭიროებების გამოვლენასთან ერთად, საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლებიც მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფლებში განხორციელდება.  გამოიკვეთა ასევე პრიორიტეტები, რომელთა მოგვარება მომდევნო ეტაპზე მოხდება. 
 
მერის თქმით, შეხვედრები უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებთან უშუალო და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დაბაში გაიმართება. 
 
„მოსახლეობასთან შეხვედრის დროს,  რიგ შემთხვევაში  სხვადასხვა საკითხის ადგილზე დადებითად გადაწყვეტა ხდება, მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტები ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაშიც გვეხმარება, ამგვარად საფინანსო დოკუმენტი მაქსიმალურად მორგებული ხდება  მოქალაქეთა საჭიროებებზე“ -აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

____________________

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალაქ ბორჯომში დასუფთავების აქტიური სამუშაოები დაიწყო.

სხვადასხვა სახის ნარჩენისაგან, ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისაგან იწმინდება ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები, ცენტრალური გზები და ფერდობები. 
სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს.

სამსახურის ხელმძღვანელის დავით ზაალიშვილის თქმით, სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ის ქალაქის ყველა უბანს მოიცავს. ამასთანავე დასუფთავების აქციები ჩატარდება სოფლებში. გზები ზამთრის სეზონზე დაგროვილი ქვა-ღორღისაგან გაიწმინდება, ფერდობები კი გაიკაფება და დასუფთავდება.

აღნიშნული სამსახური ყოველ შაბათ-კვირას ახალ ინიციატივასაც გეგმავს. ბორჯომში არსებული წარმოება-დაწესებულებების ჩართულობით, ტურისტულ ზონებში მოეწყობა დასუფთავების მასშტაბური აქციები.

___________________

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის 
მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი შშმ პირების დღის ცენტ „თებეს“ ესტუმრნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და მათ მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრნენ. 
ბავშვების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა, ასევე წაკითხულმა ლექსებმა აუდიტორიის გულწრფელი ემოციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მზეშინამაც“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ და მერიის გენდერზე პასუხისმგებელმა პირებმა ეკატერინე ბრონიკოვამ ბავშვების განწყობაზე იზრუნა და მათთვის ილუზიონისტი და ჯამბაზი მოიწვია.

ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ლომაძემ სტუმრებს დღის ცენტრის შენობაც დაათვალიერებინა და მისი ფუნქციონირების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 
ღონისძიების ბოლოს ბენეფიციარებმა სტუმრები საკუთარი ხელით გაკეთებული სუვენირებით დაასაჩუქრეს. 
ღონისძიებას დაესწრნენ დღის ცენტრის მეგობრები - ბორჯომში მოღვაწე ბიზნესისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ამ დღესთან დაკავშირებით, დღის ცენტრ „თებეს“ საჩუქრები გადასცეს.

____________________

 

 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მოადგილე ბუბა ბერიძე.

ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და 3 სოფლის: დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება.

მერის თქმით, სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს მოხდება, შენობა თანამედროვე სტანდარტების იქნება და ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან.

სოფელ დვირში საბავშვო ბაღი ორი ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა. ადგილობრივებს კი ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. 

სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 709 497 ლარით დააფინანსა.

_____________________________________________

დღეს ბორჯომში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. მასში ბორჯომის საჯარო სკოლების გამორჩეულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  თამაშის გამარჯვებული ბორჯომის №6 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე ანდღულაძე გახდა. მან მონაწილეთა შორის უმაღლესი 82 ქულა დააგროვა.  სალომეს გამარჯვება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ბორჯომის რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ მიულოცეს.  აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სახელით „ბორჯომის ეტალონ-მოსწავლეს“ 1 წლის განმავლობაში 150 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. სალომე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში ივნისის თვეში მიიღებს მონაწილეობას.  ჩემპიონატზე მე-2 ადგილზე 81 ქულით ბორჯომის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია კავსაძე გავიდა. მე-3 ადგილი ასევე 81 ქულით, №3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა კარჟალოვმა მოიპოვა.  ათეულში მოხვდნენ სოფ. კორტანეთის, დაბა ბაკურიანის, სოფ. ჭობისხევისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები.  პროექტ ეტალონს და მის შემოქმედებით ჯგუფს ბორჯომის №3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. თამაშს მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ
.______

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დედის დღესთან დაკავშირებით, 96 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი საჩუქრად 150 ლარი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე წელია მოქმედებს. მისი მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მუნიციპალიტეტი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ეხმარება ფულადი თანხით, მათ აქვთ ასევე შეღავათები როგორც ელექტრო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. ოჯახის წევრებისათვის უფასოა ასევე მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით.

______________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბორჯომში ღვაწლმოსილი და სხვადასხვა სფეროში საკუთარი საქმიანობით გამორჩეული ქალბატონები დააჯილდოვეს. 
 ღონისძიება ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაიმართა, რომელსაც წინ „დამფუძნებელი კრების წევრი ქალების 1919-1921“ ფოტო-გამოფენა უძღოდა. 
 დაჯილდოების ცერემონია საზეიმო ვითრებაში წარიმართა. 15 ქალბატონს საპატიო სიგელები და ყვავილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბოლიშვილმა და დეპუტატებმა გიორგი ფერაძემ და ირაკლი კვირკველიამ გადასცეს. მათ მუნიციპალიტეტისაგან ფულადი ჯილდოც გადაეცათ. 
 „ეს ადამიანები ნამდვილად გამორჩეულები არიან საკუთარ საქმიანობაში, ისინი წლების განმავლობაში ერთგულად და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით ემსახურებოდნენ საკუთარ ქალაქს და დიდი წვლილიც შეიტანეს მის განვითარებაში. არიან არაჩვეულებრივი და სამაგალითო ქალბატონები, მინდა მათ დღეგრძელობა და ბედნიერება ვუსურვო“- აღნიშნა მერმა. 
 საღამოს უძღვებოდა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე. ღონისძიება გაალამაზეს „თეატრალურმა კვარტეტმა“, მომღერალმა გიორგი მეფისაშვილმა, პოეტმა მაკა ბლიაძემ, მევიოლინე თეა მანჩხაშვილმა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლ „ბორჯომის“ მოცეკვავეებმა. 
 ღონისძიების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ეკატერინე ბრონიკოვამ და საკრებულოში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა.
P.S. ბორჯომის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ქალთა საინფორმაციო ცენტრს ფოტო-გამოფენის ჩვენს ქალაქში უსასყიდლოდ მოწყობისათვის!

__________________________

დაბა ბაკურიანმა „ხსოვნის ტურნირს“ უმასპინძლა. შეჯიბრები სამთო სპორტის ორ სახეობაში თხილამურებიდან ხტომაში და სლალომში ჩატარდა. 
მასში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც ვეტერანი ასევე დამწყები სპორტსმენები.
გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბორიშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. 
გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის სახელით, თასები, სიგელები, მედლები და ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ.

სლალომში ყველაზე საუკეთესო დრო მოთხილამურემ გია თედიაშვილმა აჩვენა. ტურნირის ყველაზე განსაკუთრებული პრიზი გარდამავალი თასიც უკვე მეორედ სწორედ მას გადაეცა. თასი გარდაცვლილი სპორტსმენის ლევან თიბილოვის კლასელებმა დააწესეს. 
აღსანიშნავია, რომ „ხსოვნის ტურნირი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა. წელს ტურნირს 10 წელი შეუსრულდა. მისი ჩატარების იდეა ადგილობრივ ვეტერან სპორტსმენებს რამაზ ჯიჩოევს, ლაშა გავვას, გრიშა ასლანიანსა და სხვ. ეკუთვნის.

_____________________________________________

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა 3700 სოფლის კრების ჩატარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მოსახლეობასთან შეხვედრით დასრულდა.
შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ადგილობრივებმა სხვა სოფლების მსგავსად, ის პრიორიტეტი გამოავლინეს, რომელიც მათ სოფელში წელს განხორციელდება. ხმათა უმრავლესობით, ტაბაწყურში მოსახლეობამ სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტს დაუჭირეს მხარი.
სოფლის კრებები სოფლებში-ბალანთაში, მოლითში და ჭიხარულაშიც შედგა. 
ბალანთელებმა სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, მოლითში სასმელი წყლის, ხოლო ჭიხარულაში კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიანიჭეს უპირატესობა. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო. სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 29 სოფელში და 3 დაბაში შედგა. 
მოსახლეობამ მათ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები ხმის მიცემით, თავად გამოავლინა. სოფლებში პრიორიტეტი წელს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სკვერების, სპორტული მოედნების მოწყობა, გარე-განათებისა და კლუბის შენობების სარემონტო სამუშაოები იქნება. 
აღსანიშნავია, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი გაიხარჯება.

_________________________________

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლებში გამართულ შეხვედრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ლიპარტიასთან ერთად დაესწრო. 
კრებებზე მოსახლეობამ ის პროექტები შეარჩია, რომლებიც სოფლის პროგრამით მათ სოფლებში მიმდინარე წელს განხორციელდება. 
მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფელ ციხისჯვარში, ანდეზიტში, თორში და პატარა მიტარბში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა. დიდ მიტარბში კი გარე-განათებისა და გზის მოხრეშვის სამუშაოები ჩატარდება. 
შეხვედრაზე მოსახლეობას იმ პროექტების შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია, რომლებიც მათ დასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება. 
პრიორიტეტებს შერჩევის შემდეგ ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივების სხვა საჭიროებებიც მოისმინეს და მათ მოსაგვარებლად კონკრეტული დაპირებები გასცეს.

 _________________________________

 

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“- ამ სახელწოდებით ხვალ ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. 
აქცია, ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის წარმომადგენლების მიერ 11:30 საათიდან დაიწყება. 
სისხლის უანგარო დონაცია უსაფრთხო პროცესია, მონაწილეობისათვის აუცილებელია დონორის ასაკი იყოს 18-65 წლამდე და პირის წონა აჭარბებდეს 50 კილოს.
აღნიშნავია, რომ ყველა დონორს ჩაუტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის შემდეგი გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის განსაზღვრა, რეზუს კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს ფენოტიპის განსაზღვრა, კელ ფაქტორის განსაზღვრა, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა. პირველად დონორებს, ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, ათაშანგის სეროლოგიური გამოკვლევები, ჰეპატიტ B (HBsAg) ვირუსის მარკირებზე გამოკვლევა, ჰეპატიტ C (HCV) ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა (აივ-HIV). 
აღნიშნული კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უფასოდ და კონფედენციალურად (დალუქულ კონვერტში) ჩაბარებიდან ერთი კვირის განმავლობაში მივართმევთ სისხლის ანალიზის პასუხებს.
ინიციატივა გაზეთ „ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ეკუთვნის. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში გაერთიანებულები არიან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ ცნობილი სახეები. აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად იმართება

 _________________________________

 

ინორიას მონოსპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი გაიმართა.

ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი, უსაზღვროდ ემოციური და განსაკუთრებულად ამაღელვებელი. 
აღსანიშნავია, რომ მისი ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება, თავად მსახიობ მურმან ჯინორიას ეკუთვნის.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან - წელიწადის დროთაგან შედგება და ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებს.
ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული - ტერენტი გრანელთან, ზაფხული - გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.მსახიობის შემოქმედების თაყვანისმცემლების მოთხოვნით, მურმან ჯინორია დღეს 2-ჯერ წარსდგა ბორჯომელი მაყურებლის წინაშე

___________________________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

მორიგ საკონსულტაციო შეხვედრას, რომელიც დღეს დაბა ბაკურიანში გაიმართა, სტუმრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ლიპარტიასთან ერთად დაესწრო.

მოსახლეობამ მათ მიერ წინასწარ შერჩეულ 4 პროექტს ფარულად ხმის მიცემით, უყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით, გამარჯვებულ პროექტად მუსიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაცია დასახელდა.

კენჭისყრის შემდეგ, ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობისგან მიიღეს სრული ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. აღინიშნა, ის პროექტებიც, რომლებიც წელს დაბა ბაკურიანში განხორციელდება, კერძოდ: აშენდება ახალი საბავშვო ბაღის შენობა, დასრულება ბაკურიანის შემოვლითი რამდენიმე კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ასევე აქტიურად გაგრძელდება საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.

ამასთანავე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივებს გააცნო სამთავრობო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და არსებული შესაძლებლობები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

__________________________________________________________________________________________________

დღეს ბორჯომში კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის მრავლაფუნქციური გამოყენების პოპულარიზაციასა და დანერგვას გულისხმობს.
 პრეზენტაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და ბორჯომში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
 როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, წარმოდგენილი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პრაქტიკის დანერგვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ტრადიციული საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. 
 პროექტის ფარგლებში პლატოს ტყეში მოეწყობა თანამედროვე სახის საკარვე ადგილი, სადაც მოეწყობა კოცონის დასანთები სამი ადგილი, 2 სველი წერტილი და ერთი სამ ადგილიანი საშხაპე. დამონტაჟდება ჰელიო სისტემები, მოეწყობა გადახურული, კეთილმოწყობილი საპიკნიკე მაგიდა. იქნება მობილური ტელეფონის დატენვის და ელექტრო მოწყობილობების ჩართვის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მოქალაქეთა ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიები. პროექტის გუნდი აქტიურად იმუშავებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ბორჯომის საჯარო სკოლების ეკო-კლუბებთან. მოეწყობა შეხვედრები, დისკუსიები, ინტელექტუალური თამაშები გარემოსდაცვით თემებზე, მომზადდება და ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში გადაიცემა სატელევიზიო გადაცემები ტყის მრავალფუნქციურ გამოყენებაზე, მომზადდება დოკუმენტური ფილმი. 
 პროექტს ახორციელებენ ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი“ და ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი. პროექტი დაფინანსებული BP-ის მიერ ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში ტრენიგებისა და კონსულტაციების ცენტრის ადმინისტრირებით. 
პროექტის აქტიური მხარდამჭერია ბორჯომის მუნიციპალიტეტი

_____________________________________________________________________________________

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსის პირობები

______________________________________________________________________________________________

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართული კონსულტაციებისა და კრებების ოქმები

 

______________________________________________________________________________________________________

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის 

შემუშავებაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა

 

 


 სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს:
------------------------------------------------------------
● ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას;
● ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას;
● პარკის პერსტექტივაში გაფართოების ზონებს;
● სარეკრიაციო ფუნქციის განვითარებას;
● ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება-მოვლა-პატრონობას, (დეკორატიული სივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების დამატებას;
● ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს;
● პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრიაციო, დასასვენებელი, გასართობი, ტექნიკური და სხვა;
● მწვანე პარკირების ზონას;
● პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს, გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
----------------------------------------------------
● საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
● არასამთავრობო სექტორს;
● საინიციატივო ჯგუფებს;
● სხვადასხვა კომპანიას;
● პროფესიონალ არქიტექტორებს, ურბანისტებს და მათ გაერთიანებებს;
● საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ან მათგან შემდგარ ჯგუფებს;
● მიიღება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ნაშრომი;

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა / წევრები
------------------------------------------------------------
საკონკურსო ჟიური დაკომპლექტდება 10 წევრისაგან.
მის შემადგენლობაში იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები.

კონკურსის პრემია
---------------------------
კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ ასევე მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

საკონკურსო თარიღები
---------------------------------
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. მისი გამოცხადების ოფიციალური თარიღია 15 თებერვალი, დასრულება მოხდება 15 მარტს. (მე-2 ეტაპი: 25 მარტი - 5 აპრილი)
პირველ ეტაპზე, შემოსული ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო პროექტებს.
მე-2 ეტაპზე ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, შერჩეული ნაშრომებიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი.
მოქალაქეებს მათთვის სასურველი პროექტისათვის ხმის მიცემა შეეძლებათ ვებ-გვერდის საშუალებით.

საკონკურსო ნაშრომის ფორმატი
----------------------------------------------
ნაშრომი, უნდა იყოს არანაკლებ 10 გვერდისა;
ქართული შრიფტი - Sylfaen;
შრიფტის ზომა - 11;

კონკურში მონაწილე პირს ან ჯგუფს შეუძლია ნაშრომი წარმოადგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში, როგორც ვიზუალური მასალით, ასევე აუცილებელი იქნება ნაშრომის ელექტრონული ვერსია. კონკურსანტებს მასალის გამოგზავნა შეუძლიათ ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე borjomimunicipality@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ, ნომერზე : 557 38 62 49

 

______________________________________________________________________________________________________

2019 წლის ბიუჯეტი

______________________________________________________________________________________________________

 

 

სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.  სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ლითონის ჭიშკრისა და ღობეების მონტაჟი, ფილებისა და ასფალტობეტონის საფარის დაგება, ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და  მინი სპორტული მოედანი.  ტაძრისის საბავშვო ბაღი 1 წლის წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გარემონტდა და საზეიმოდ გაიხსნა.  რეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და ის სამი სოფლის-საკირის, ტაძრისისა და დგვარის 80 აღსაზრდელს ემსახურება.

_____________________________________________________________________________________________________

 

ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია, მეორეკლასელი ბიჭის წერილს გამოეხმაურა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია მოსწავლეს, რომელმაც წერილი მიწერა სურვილს აუსრულებს. 
მეორეკლასელ კონსტანტინე ტალახაძეს დღეს მერი, მოადგილესთან ბუბა ბერიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან იზოლდა ლომიძესთან ერთად N6 საჯარო სკოლაში ესტუმრა, პატარა ინიციატორი გაიცნო და მისგან წერილში გაჟღერებული იდეა პირადად მოისმინა. 
კოსტანტინე წერილში ქალაქის პირველ პირს ქვიშის სათამაშო მოედანის მოწყობასა და შიგ ჩამალულ სიურპრიზებს სთხოვდა. მისი განმარტებით, ქალაქი ასე უფრო საინტერესო და მხიარული გახდება. 
ლევან ლიპარტიამ პატარა კოსტანტინეს მადლობა გადაუხადა ასეთი კარგი ჟესტისთვის და შეჰპირდა რომ მას ამ სურვილს მიმდინარე წელს აუცილებლად აუსრულებს.
მერმა სხვა მოსწავლეების სურვილებიც მოისმინა. ყველაზე მეტად პატარებს სათამაშო მოედნებისა და სკვერების მოწყობა სურდათ. მერის თქმით, წელს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სწორედ სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობა იქნება, სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე აქტიურად დაიწყება.

_______________________________________________________________________________________

მერი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუადვილებს.
შეხვედრას დაესწრო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია. მერმა დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. 
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო პროექტების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები ტრადიციულ ფორმას მიიღებს.

______________________________________________________________________________________________________

სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 143 165 ლარის დაფინანსება გასცა
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 143 165 ლარის დაფინანსება გასცა. 
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 449 ბენეფიციარს.
 101 235 ლარი 153 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 
103 ბენეფიციარი 14 480 ლარით დაფინანსდა.
 მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.
 ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.
______________________________________________________________________________________________________

 

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დღეს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია უძღვებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება.

ხელმძღვანელი პირების თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი პარკის განვითრების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და საინიციატივო ჯგუფს შეეძლება. კონკურსის დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელისთვისაც დაწესებული იქნება ფულადი ჯილდო.

პრეზენტაციას ბორჯომის' საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

_______________________________________________________________________________________

 დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის  სხდომათა დარბაზში წითელას მასიური გავრცელების  პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიაპარტიამ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის  უფროსმა მანანა რატიანმა ბორჯომის ა(ა)იპ სამსახურების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მთავრობის  2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულება გააცნეს.
მანანა რატიანმა დეტალურად ისაუბრა წითელას მიმდინარეობისა და მისი პრევენციის შესახებ. აღნიშნა, რომ ვაქცინაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ დაავადების ასაცილებლად. 
მერის თქმით, შეხვედრის მონაწილეებს ა(ა)იპ სამსახურების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელს მოსახლეობის ფართო მასებთან ყველაზე ინტენსიური კონტაქტი აქვთ, შესაბამისად შეუძლიათ საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა, რათა მოსახლეობა პირველ რიგში იყოს ინფორმირებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის როგორც დაავადებისაგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალების შესახებ. 
P.S. წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებები მომარაგებულები არიან წწყ-ს (წითელა-წითურა-ყბაყურა) საწინააღმდეგო ვაქცინით. 
ვაქცინაციის ჩასაატარებლად გთხოვთ მიაკითხოთ, სამედიცინო დაწესებულებებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 
1-19 წლამდე მოსახლეობა იცრება წწყ ვაქცინით, აცრის სტატუსის გათვალისწინებით (აუცირელი ან მხოლოდ ერთხელ ვაქცინირებული)
19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა აცრის სტატუსის გაუთვალისწინებლად.
______________________________________________________________________________________________________

 ორი ათეული წლის შემდეგ,  სოფელ დვირში  წელს ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.    
 სოფელში, სადაც ბაღი წლებია აღარ ფუნქციონირებდა უახლესი სტანდარტების ბაღი შენდება.  
 სამუშაოები ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ყიფიანმა დაათვალიერეს.
 ამ ეტაპზე ფუნდამენტის  მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 
 „ბაღი 3 სოფლის დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. უკვე წლებია მოსახლეობას ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. წელს, კი ისინი ახლადაშენებული და ყველაზე თანამედროვე  ბაღით ისარგებლებენ“ - აღნიშნა ბუბა ბერიძემ.
 დვირის საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი  და ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 709 497 ლარი  გაიხარჯება.
______________________________________________________________________________________________________

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კრებები ბორჯომის მუნიციპალიტეტის კიდევ 5 სოფელში რველში, ვარდგინეთში, ბეშეთში, ზანავში და კორტანეთში გაიმართა. 
 სოფლის კრებებზე  პროგრამის შესახებ ინფორმაცია  ადგილობრივებს მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ მიაწოდა. 
 შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით, იმ პროექტებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მიმდინარე წელს დასახლებებში განხორციელდება.  
 რველი- სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;
 ვარდგინეთი- სკვერის მოწყობა;
 ბეშეთი-  სკვერის მოწყობა;
 ზანავი-სკვერის მოწყობა;
 კორტანეთი-სკვერის მოწყობა;
 შეხვედრებს მერს წარმომადგენელი ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა კურტანიძე დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში  გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი გაიხარჯება. შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართება.
_____________________________________________________________________________________________________

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები კვლავ გრძელდება. 
 ამჯერად კონსულტაციები მერიის მოადგილემ ბუბა ბერიძემ დაბა ახალდაბაში და სოფელ ყვიბისში გაიმართა. 
 შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით, იმ პროექტებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მიმდინარე წელს დასახლებებში განხორციელდება.  
 დაბა ახალდაბა - დაბის ცენტრში სველი წერტილის, ბიუვეტის, მოსაცდელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
 სოფელი ყვიბისი- ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
 შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართება.
_____________________________________________________________________________________________________
 
 
 
 
 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  შეხვედრები კიდევ 4 სოფელში-სადგერში, ცემში, ტბაზე და ლიბანში გაიმართა.  
 მერიის ინფრასტრუქურის სამსახურის ხელმძღვალემა გიორგი ყიფიანი ადგილობრივებს პროგრამის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს  თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
 კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში სასმელი წყლის საერთო პრობლემა გამოიკვეთა. 3 სოფლის-ტბა, ცემისა და ლიბანის   მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მათი სოფლებისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. 
 წყლის სისტემის მოწყობას მოხმარდება ასევე სოფელ სადგერისთვის გამოყოფილი თანხა. 
კრებებს საკრებულოს დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი და ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მერაბ იობაშვილი დაესწრნენ. 
 პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
 შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართება.
 
______________________________________________________________________________________________________
 
 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა კონსულტაციები და კრება კიდევ 3 სოფელში-საკირეში, ტაძრისში და დგვარში გამართეს.
 შეხვედრებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ის პროექტები შეირჩა, რომელიც აღნიშნული პროგრამით განხორციელდება. 
 სოფელი საკირე - გარე-განათების მოწყობა;
 სოფელი ტაძრისი - სტადიონის შემოღობვა; 
 სოფელი დგვარი - სანიაღვრე არხის მოწყობა;
აღსანიშნავია, , რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
_____________________________________________________________________________________________________
 
 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. 
 ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები სოფლების დვირის, ქვაბისხევის, ჩითახევისა და ჭობისხევის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს. 
  კონსულტაციებზე და კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ  წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგმა პროექტებმა გაიმარჯვეს:
 სოფელი დვირი - სოფლის კლუბის შენობის გადახურვა;
 სოფელი ქვაბისხევი - სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია;
 სოფელი ჩითახევი - სასაფლაოს შემოღობვა;
 სოფელი ჭობისხევი - ტრენაჟორებისა და ატრაქციონის  მოწყობა;
 უნდა აღინიშნოს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას - 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
 შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართება.
___________________________________________________________________________________________________
 
 
 
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა. 
 ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში შეხვედრები  დაბა წაღვერიდან დაიწყო.  კრებები გაიმართა ასევე სოფელ დაბაში, სოფელ ტიმოთესუბანსა და სოფელ მზეთამზეში. 
 მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 
 როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, პროგრამით, მოსახლეობას საშუალება ეძლევა თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
 კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით  დასახლებებში შემდეგმა პროექტებმა გაიმარჯვეს:
 დაბა წაღვერი - სკოლის ეზოში სპორტული მოედნის მოწყობა;
 სოფელი დაბა - სკვერის მოწყობა;
 სოფელი ტიმოთესუბანი - სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა;
 სოფელი მზეთამზე - სკვერის მოწყობა;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000  ლარი,  რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას-428 000ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაგრძელდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ბორჯომის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
___________________________________________________________________________________________________

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას ინიციატივით, ხვალ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ავტობუსები ქალაქში და სოფლების მიმართულებით იმოძრავებს უ ფ ა ს ო დ.
ტრანსპორტი დადგენილი განრიგით მოემსახურება მგზავრებს.გისურვებთ ბედნიერ შობის დღესასწაულს!
___________________________________________________________________________

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბორჯომის გარდა საახალწლო კონცერტი გაიმართა დაბა ბაკურიანში.
 ადგილობრივებისა და დამსვენებლისათვის საახალწლო განწყობა პოპულარულმა ჯგუფებმა რეზო და ბავშვებმა, არამ, სეიშენმა და სოლო მომღერალმა დავით არჩვაძემ შექმნეს. 
ახალი წელი მოსახლოებას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ მიულოცეს და პატარებს მუნიციპალიტეტის საჩუქრები გადასცეს.

 

_____________________________________________________________________________

 

მთავარი საახალწლო ღონისძიება ბორჯომში ცეცხლოვანმა შოუმ გახსნა. 
დამდეგი ახალი წელი ადგილობრივებს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა მიულოცეს.
აუდიტორიის საახალწლო განწყობისათვის წელს პოპულარულმა ჯგუფებმა რეზო და ბავშვებმა, არამ, სეიშენმა და სოლო მომღერალმა დავით არჩვაძემ იზრუნეს. 
ღონისძიების განმავლობაში მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შეკრებილი პატარები საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრეს. 
მოგვიანებით კონცერტი დაბა ბაკურიანში გაგრძელდა.

 

__________________________________________________________________________________

 

ექსპერიმენტორიუმის ფერადმა შოუმ როგორც ყოველთვის ბავშვების დიდი ინტერესი დაიმსახურა. 
წარმოდგენა საბავშვო პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო. 
გარშემომყოფებს ადგილზე ჩატარებული ცდები და სახალისო ქიმიური რეაქციები ძალიან მოეწონათ და იმედი გამოთქვეს რომ ექსტერიმენტორიუმის ლაბორატორია ბორჯომის სტუმარი კიდევ არაერთხელ გახდება.

__________________________________________________________________________________

 

 
ახალი წლის დადგომა ადგილობრივებს ბორჯომში არსებულმა ბავშვთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და პატარა სოლო მომღერლებმა საკუთარი ნომრებით მიულოცეს. 
კულტურის სამსახურის ხელმძღვალემა მარინა ხუჯაძემ, თოვლის ბაბუამ და ელფებმა ყველა მონაწილეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს. 
მარინა ხუჯაძემ განსაკუთრებულად გამოყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მთელი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან მოსახლეობას და პატივისცემის ნიშნად მათ შვილებს საჩუქრები გადასცა, ტკბილეულით დასაჩუქრნენ ასევე შშმ პირთა დღის ცენტრ თებე ბენეფიციარები.
_________________________________________________________________________________

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული დღესასწაულია, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მათი განწყობისათვის სამზადისი 31 დეკემბერს დილიდანვე დაიწყო. 
თოვლის ბაბუა და ელფები ბავშვებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იღებდნენ და უხვადაც ასაჩუქრებდნენ.
პატარა კარინას კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ბუბა ბერიძესთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან მარინა ხუჯაძესთან ერთად თოვლის ბაბუა პირადად სახლში ესტუმრა და ახალი წელი საჩუქრებით მიულოცა. 
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოედანზე საახალწლო გამოფენები მოეწყო, ბავშვებს სახეზე მოხატვაც შეეძლოთ და გიფ აპარატთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც. 
მოგვიანებით, დღესასწაულის მონაწილეებისათვის ექსპერიმენტორიუმის ფერადი შოუ და ბავშვთა ანსამბლების კონცერტი გაიმართა. 
წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სასაჩუქრე ნაკრები 1000 მეტ ბავშვს გადასცა.

__________________________________________________________________________________

 

ძვირფასო ბორჯომელებო!

მინდა გულით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! 
გისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას. ეს წელი ყოფილიყოს ბევრი წარმატების მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის.

2018 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე სკვერების, სპორტული მოედნების, საყრდენი კედლებისა და შიდა კომუნიკაციების მოწყობისათვის.

ახალი წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებს კიდევ მეტ სიახლეებს ჰპირდება. სამშენებლო სამუშაოები, სოციალური და კულტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. 
მნიშვნელოვანი, იქნება თითოეული მოქალაქის აზრი და შეხედულება პროექტების სრულყოფილად განხორციელებისათვის, ამ მხრივ, ჩვენო ძვირფასო თანაქალაქელებო, ჩვენი კარები ყოველთვის ღია იქნება.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მინდა გითხრათ, რომ წლევანდელი ახალი წელი თითოეული ბორჯომელისა და ქალაქის სტუმრებისათვის გამორჩეული იქნება. ჩვენი ქალაქი დღესასწაულს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. საახალწლო განწობას დეკორაციებიც გააძლიერებს, რომლებიც ქუჩებს, სკვერებსა და ბაღებს დაამშვენებს. 
კონცერტები მოეწყობა, როგორც ქალაქ ბორჯომში ასევე დაბა ბაკურიანში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ და განსაკუთრებულ დღესასწაულს, რომელსაც ყოველთვის თან სდევს დადებითი განწყობა და ემოციები. გისურვებთ, რომ მთელი წელი სწორედ ასეთი დადებითი ემოციებით გაგეტარებინოთ. ჩვენ კი მუდამ მზად ვიქნებით ვიყოთ თქვენს სამსახურში, და ერთად ვიზრუნოთ უკეთესი ბორჯომისათვის!

__________________________________________________________________________________

 

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს უჩვეულო გარემო დახვდათ. 
სპეციალისტების ნაცვლად მიმღებში მათ მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა და მათმა მოადგილეებმა უმასპინძლეს. 
ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივები პირადად მიიღეს, შესაბამისი მომსახურეობა გაუწიეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

__________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის სოციალური პროგრამები შეაჯამა. 
12 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1მილიონ 138 175 ლარია გაცემული. დახმარება ჯამში 3 424 მოქალაქეს გაეწია.
მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა და დედ–მამით ობოლი ბავშვების დახმარება.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც 2018 წლის განმავლობაში ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

__________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ტელეკომპანია ბორჯომმა“ „წლის რესპოდენტად“ დაასახელა. 
ბუბა ბერიძეს დიპლომი ჟურნალისტმა ნინო ჯიქურაშვილმა პირადად გადასცა. 
ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა მერის მოადგილე მთელი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალისტებთან და ტელეკომპანია ბორჯომის გადაცემა ფორუმის ყველა შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდა.
ბუბა ბერიძისთვის ეს ჯილდო მოულოდნელი იყო. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო ნაყოფიერად და აქტიურად გააგრძელებს მედიასთან ურთიერთობას.

__________________________________________________________________________________

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 689 ოჯახს სათბობით უზრუნველყოფად ფულადი დახმარება გაუწია

150-150 ლარი ბორჯომში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ჩაერიცხა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უფიქსირდებათ 70 000 ან მასზე ნაკლები ქულა.
ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ხარჯები იზრდება. გასულ წლებთან შედარებით, წელს თანხა 50 ლარით გავზარდეთ და თითოეული ბენეფიციარი უკვე 150 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა შეიძლება მცირედია, თუმცა ვფიქრობთ, ადგილობრივებს დაეხმარება საშეშე მერქნის შეძენის დროს, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვისას- აღნიშნა მერმა ლევან ლიპარტიამ. 
ინიციატივის განხორციელებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 103 350 ლარი გაიხარჯა. თანხა თითოეულ ბენეფიციარს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა პირველი არ არის და ის მუნიციპალიტეტის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება. 
უახლოეს დღეებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საახალწლოდ მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში 100 ლარს გადასცემს კიდევ 437 ოჯახს.

___________________________________________________________________________________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

იხ.PDF

______________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 94 289 ლარის დაფინანსება გასცა. 
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 414 ბენეფიციარს.
49 784 ლარი 114 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 95 ბენეფიციარი 13 405 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. 
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

____________________________________________________________________________________________________

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
 
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახeლობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
 
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

_____________________________________________________________________________________

 

 
ბორჯომში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბორჯომის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ. ისინი ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ასუფთავებენ. 
სამსახურის დირექტორის დავით ზაალიშვილის თქმით, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის შემდეგ კედლები წყლის ჭავლით ირეცხება. სამუშაოებში ჩართულია ახლადშეძენილი მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი ტექნიკა, რომელიც ფასადების მაქსიმალურ გაწმენდასა და სისუფთავეს უზრუნველყოფს. 
სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის პროცესი ბორჯომში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
______________________________________________________________________________________________________

 

 

 ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასრულდა 7 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

მათგან 4 ქალაქ ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №35, ხანძთელის ქ. №30, გამარჯვებისა და პეტრიწის ქუჩების კვეთაზე და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 3 კი დაბა ბაკურიანში და სოფლებში ზანავში და სადგერშია.

პროექტების ფარგლებში მოეწყო ქვაფენილი, საყრდენი კედლები, მოაჯირები, დეკორატიული სანათები, სკვერებში განთავსდა ტრენაჟორები, ატრაქციონები, სკამები, სანაგვე ურნები, დაირგო ასევე მცენარეები. პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 220 332 ლარით დაფინანსდა.

სოფ. სადგერში სკვერის გახნას გუშინ ადგილობრივებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფიანი დაესწრნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სკვერებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

_____________________________________________________________________________________

 

სამცხე-ჯავახეთი

2013-2018წწ

 

_____________________________________________________________________________________________________

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის შემუშავება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. 


საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის ინიციატორები უახლოეს პერიოდში კონფერენციის მოწყობას გეგმავენ.

____________________________________________________________________________________

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთოშირისო დღეა!

სწორედ ამ დღეს იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
აღნიშნულ კამპანიას უერთდება ბორჯომის მუნიციპალიტეტიც. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებისა და აქტივობის გამართვა.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. (განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული: http://gov.ge/dzaladobistsinaagmdeg/#p=1 )

იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული ძალადობის გამომწვევ ერთ-ერთი მთავარ მიზეზს საზოგადოების დამოკიდებულებები წარმოადგენს, გადამწყვეტი როლი პრობლემის აღმოფხვრასა და პრევენციაში სწორედ საზოგადოებას ეკისრება. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

#16დღიანიკამპანია2018
#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ
#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობა
#საერთოსაქმეა

 

_____________________________________________________________________________________________

ორჯომში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა - ბესიკ ამირანაშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან - ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აშენდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა 117 კვ/მ ფართობის შენობა. გამოიყო მედპერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახები. ასევე, მოეწყო შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალ შენობაში 50-მდე თანამშრომელი განთავსდა, რომლებიც მოსახერხებელი და კომფორტული სამუშაო პირობებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი. „სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბორჯომის მოსახლეობისა და კურორტის ვიზიტორებისთვის, ისე იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავს. მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მოსახერხებელ და კომფორტულ გარემოში, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება მომსახურების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პირი უკეთეს სერვისს მიიღებს,“- განაცხადა მხარის გუნერნატორმა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შესრულდა.

 

_____________________________________________________________________________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა. 10 ახალი კადრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადებული კონკურსის წესის მიხედვით, სექტემბრის თვის დასაწყისში შეარჩია. ლევან ლიპარტიამ ახალ თანამშრომლებს მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში წარმატებები უსურვა. დანიშნული თანამშრომლებიდან სამი სამსახურის და ერთი განყოფილების ხელმძღვანელია, ოთხი სპეციალისტია ორი კი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელია. ახალი თანამშრომლები საქმიანობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ.

______________________________________________________________________________________

საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო პროცესი განახლდა ბორჯომის საბავშვო ბაღებშიც. სწავლის დაწყება პედაგოგებსა და აღსაზრდელებს პირადად მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და ა(ა)იპ „ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის“ დირექტორმა. ხელმძღვანელმა პირებმა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს ნაყოფიერი და წარმატებებით სავსე წელი უსურვეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღია, სადაც დღეს 900-მდე მოსწავლე ირიცხება.

______________________________________________________________________________________

 

 

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პირადად მიულოცეს.„განსაკუთრებით ვულოცავ სწავლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე ნამდვილად გამორჩეული და დასამსახსოვრებელია, მათ პირველად შეაღეს სკოლის კარები და პირველად მიუსხდნენ მერხებს. ვისურვებდი, რომ ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლას სასიკეთო სიახლეებით დაეწყოს. განათლების მიღების პროცესი ყოფილიყოს, მაქსიმალურად საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული. მინდა ავღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების წახალისება პრიორიტეტია. წლის ბოლოს ჩვენ ვაჯილდოვებთ ხოლმე გამორჩეულ და აქტიურ პედაგოგებს. ხოლო წარჩინებული მოსწავლეებისათვის რამდენიმე პროექტი გვაქვს შემუშავებული. ერთ-ერთი მოსწავლეებისათვის საზღვარგარეთ ახალგაზრდულ ბანაკებში გამგზავრების დაფინანსებაა. რაც უფრო მეტი ასეთი კარგი მოსწავლე გვეყოლება, ეს ჩვენთვის უფრო მეტად იქნება მოტივაცია მაქსიმალურად ვიყოთ მათ გვერდით. მეტი განათლებული ადამიანი კი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა იქნება“ - აღნიშნა მერმა.

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ კლასში 285 მოსწავლე შევიდა.

______________________________________________________________________________________________

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტი საყოველთაო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“-ს შეუერთდა. მასშტაბურ დასუფთავების აქციაში დილიდან აქტიურად ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელები, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპ სამსახურისა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები. ჯამში 300-მდე ადამიანმა 23 მეტრ კუბი საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვება მოახერხა. აქციის ფარგლებში პოლიეთილენის პარკებისაგან და ბოთლებისაგან გაიწმინდა ქ. ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიები, კერძოდ; პლატოს ტყე, სოფ. სადგრიდან ცენტრალურ პარკამდე ჩასასვლელი მონაკვეთი, ჩარხისწყლის დასახლებაში რკინიგზის სადგურის ბაქანი, გოგიას ციხემდე მისასვლელი გზა და ახალ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი. დასუფთავების აქციები ჩატარდა ასევე მუნიციპალიტეტის დაბებში და სოფლებში. მერის ლევან ლიპარტიას თქმით, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია ბორჯომისათვის. „ჩვენ აქტიურად ვერთვებით ყველა კამპანიაში, რომელიც გარემოზე ზრუნვას შეეხება. წლის განმავლობაში ჩვენი სამსახურების ჩართულობით, პერიოდულად ვასუფთავებთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს და მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც ვგეგმავთ“- აღნიშნა მერმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო სოფელ ტბის შიდა ქუჩებისა და ტბა-ცემის დამაკავშირებელი გზების დასრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ სოფლებში ჯამში 2კმ და 500 მეტრი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ბესიკ ამირანაშვილმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა დაბა ბაკურიანში საპარკინგე ადგილის მიმდინარე სამუშაოები, გაეცნო შემოვლითი 6 კმ სიგრძის გზის მშენებლობისა და ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ-მდე გზის მოწყობის სამუშაოებს. დღესვე, გუბერნატორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრეს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე.

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ა.ო სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამჯერად სოფელ ჩითახევში შედგა.

გადაცემის ფორმატში მოქალაქეების კითხვებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ააიპ „სოფლის წყლის“ დირექტორმა გიორგი ოქრუაშვილმა უპასუხეს.

სასმელი წყალი, გზა და გაზიფიცირება ის მთავარი საკითხები იყო, რომლებზეც შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს.

ხელმძღვანელი პირების თქმით, ამ დრომდე სოფელი სასმელი წყლით ჩითახევჰესიდან მარაგდება. თუმცა მას შემდეგ რაც ჰესს კერძო მესაკუთრე ჰყავს, დღის წესრიგში მისი მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოცემის საკითხი დადგა. პროცედურის დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამსახური უკვე თავად იზრუნებს მოძველებული სისტემის რეაბილიტაციაზე. მოსახლეობასაც სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღარ შეექმნება.

წელს მოხდება ასევე გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაც, მომავალ წელს კი მისი განხორციელება დაიწყება. წელსვე დაიწყება სტადიონის მოწყობის სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გაზიფიცირება კერძო კომპანიის პრეროგატივაა, მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული ყველა პროცესში, რომელიც სოფელში ბუნებრივი აირის შემოყვანას დააჩქარებს.

შეხვედრას პროექტ სამოქალაქო ბიუჯეტის წარმომადგენელი ლევან ბიწაძე დაესწრო. მან აღნიშნული პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა და მათ ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა.

სამოქალაქო ბიუჯეტი ბორჯომში გასულ წელს განხორციელდა. მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის საკუთარი იდეები წარმოუდგინეს. მუნიციპალიტეტის ინიციატივით, წელს პროექტების ნაწილზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაა გამოცხადებული.

პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

_____________________________________________________________________________________________________

 

სოფლებში ჭობისხევში, საკირეში და ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მოადგილე ბუბა ბერიძე. მერის განმარტებით, ჯამში სამივე სოფელში ჯამში 3.5 კმ რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში სულ მალე დაიწყება გვერდულებისა და გადასასვლელების მოწყობაც. ადგილობრივებმა ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს ასეთი მოცულობითი სამუშაოებისათვის, რომლის შემდეგად მათთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

_______________________________________________________________________________________

 ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2 სრულიად ახალი დასუფთავებისა და ერთი ერთეული მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი მანქანა შეიძინა.

ახალი ტექნიკა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ერთი დასუფთავების მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

ხელმძღვანელი პირების თქმით, ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს. შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც- მანქანა უზრუნველყოფს, ის ასევე ადგილზე მოახდენს სანაგვე ბუნკერებს რეცხვა-დეზინფექციას.

ახალი ტექნიკისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გაიხარჯა.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ახლადშემოყვანილი ავტობუსიც დაათვალიერეს და მგზავრებსაც გაესაუბრნენ. უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 3 ავტობუსი დაემატება. ჯამში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 5 ერთეული სრულიად ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი.


 

 


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია