მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
რაიონის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები და კოლეჯები
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

ივლისი 2018წ

 

გადაცემის ფორმატში ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. 
ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის მიხედვით, მორიგი შეხვედრა სოფელ ჭობისხევში გაიმართა.
ადგილობრივების კითხვებს მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და მერის წარმომადგენელმა ლაშა კევლიშვილმა უპასუხეს. 
მოსახლეობამ სოფლის მთავარ გამოწვევად სასმელი წყალი დაასახელა. 
ხელმძღვანელი პირების თქმით, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა მოხდება. მანამდე კი ა(ა)იპ სოფლის წყალი“ დებეტის გაზრდისთვის სხვადასხვა სამუშაოებს ჩაატარებს. 
შეხვედრაზე აღინიშნა, ისიც, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების დაგეგმვა ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობით მოხდება. 
შეხვედრა ახალგაზრდების აქტივობითაც გამოირჩეოდა. სკოლის მოსწავლეების ყველაზე დიდი სურვილი სპორტული მოედნის მოწყობა იყო, რომლის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტი წელს საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს.
წლევანდელი ბიუჯეტით, დღეს სოფელ ჭობისხევში გოგოლაძე-მეხრიშვილების უბანში აქტიურად მიმდინარეობს 1 300მ რკინა-ბეტონის გზების მშენებლობა, ასევე 750მ სიგრძის მონაკვეთზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი და ხიდი. 
პროექტ “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში მომდევნო შეხვედრა-დისკუსიები მუნიციპალიტეტის 30-ვე სოფელში და 3 დაბაში გაიმართება. 
პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერითა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

_______________________________________________________________________________________

მერმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ დღეს პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს. 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბორჯომთან დამეგობრებული ქალაქ ლეგიონოვოს ხელმძღვანელი პირების საუბარი საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროს შეეხო. 
აქცენტი ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე გაკეთდა. 
ხელმძღვანელმა პირებმა საგანმანათლებლო პროგრამებიც განიხილეს, სადაც ქართველი და პოლონელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. 
ამ მიზნით, მოგვიანებით, შეხვედრა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. ინიციატივა პოლონელმა მხარემ ბორჯომის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გააცნო. 
ლეგიონოვოს მერი - რომან სმოგორჟევსკის თქმით, კარგი იქნება ორმხრივი პროექტების განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს ქალაქებს უკეთ გაეცნონ ქვეყნების გამოცდილებას, განსაკუთრებით ეს განათლების სფეროში იქნება მნიშვნელოვანი. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ოქტომბრის თქვეში იგეგმება ბორჯომის სკოლის დირექტორების მიწვევა პოლონეთში.
პოლონელი სტუმრები ბორჯომში რამდენიმე დღეს გაატარებენ და სხვადასვხა ღონისძიებას დაესწრებიან. 
ქალაქები ბორჯომი და ლეგიონოვო გამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2015 წლიდან ატარებენ.

_____________________________________________________________________________________________________

 

ბორჯომში ალექსანდრე კორძაიასა და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

 

🎵 🎻 განსხვავებული და ემოციური ჰანგები, ნოტები, რომლებშიც გრძნობები და ემოციები ყველაზე მეტად ჩანს, მსმენელსაც მაშინვე იპყრობს და მუსიკოსის სამყაროში მალევე გადაყავს- ეს ალექსანდრე კორძაიას მუსიკაა. 
 მუსიკოსმა გიორგი ცაგარელის კამერულ სიმებიან ორკესტრთან ერთად გუშინ საღამოს მართლაც რომ მონუსხა მსმენელი.
 ღონისძიება ორიგინალური ხელის თხოვნითაც გამოირჩეოდა. ახალგაზრდებს ბედნიერება მსმენელმა შეძახილებით მიულოცა. 
კონცერტი ბორჯომში არტარეას პროექტის მიხედვით, Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. მისი მხარდამჭერი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტი. 
პროექტი მოიცავს 6 ღონისძიებას, საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში, სწორედ იმ ქალაქებსა თუ კორორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია ეფუძნება განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. ღონისძიებების სერია 23 ივნისს, რუსთავში დაიწყო. 
 ღონისძიების გენერალური სპონსორი - ბორჯომი
სპონსორი - შოტლანდიური ვისკი Grant's-ი და GAU#5
 ფესტივალის მხარდამჭერი - თიბისი 
 ფესტივალის მედია პარტნიორები - მარკეტერი, ინდიგო, At.ge, 
🎻რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი.

_____________________________________________________________________________________________________

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს წევრები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ნათია კაპანაძე და მამუკა გაჩეჩილაძე დაესწრნენ. 
გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა ეკატერინე ბრონიკოვამ საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო ახალი შემადგენლობით, მიმდინარე წლის მაისის თვეში შეიქმნა და 3 თვის განმავლობაში სამოქმედო გეგმის მიხედვით, შესაბამისი ნაბიჭებიც გადადგა. 
სხდომაზე საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. შემდეგ ეტაპზე, საბჭოს მიერ, მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებისთვის მოხდება ტრენინგების ჩატარება, გენდერზე ცნობიერების ამაღლებისათვის მოეწყობა ინტენსიური შეხვედრები მუნიციპალიტეტის თებემში მცხოვრებ ქალბატონებთან, მოხდება მათი პრობლემების გაცნობა და საჭიროებების გამოვლენა. 
შეხვედრა ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. 
გენდერული საბჭო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მე-2 წელია არსებობს და მისი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და გენდერული ნიშნით ოჯახში, ქალთან მიმართ ძალადობაზე, მის ფორმებზე და სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი - სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.

ბორჯომის 5 მუზეუმი:
• ახალი კავალერიის კორპუსში - გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში - ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი; 
• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში - ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;
• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში - ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი; 
• ლიკანის სასახლეში - სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

საიტი - ატრაქცია:
პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ პირველი რკინიგზა

 


 

 

 

 

არქივი

 

უკან დაბრუნება  


/
/
/
/
/
/
/
/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია